ასეთი ჭექა ქუხილი ცხოვრების ბოლოს მინახავს, რომ დაცემული საყდრები არავის აღარ წყალობენ, დავხედე ტორტის ბისკვიტს და შემოტარებულ მინანქარს, მასაც ფულივით ტკბილად და საჭმელად როდი კმარობენ, ფარსი და ერის ღირსება ისე ერთია ამ დროში, როგორც სიყვარულს ნაჩვევი ქალწულის ბაყვი და ტუჩი, მე ვერ ვიხილე სიწმინდე მაგის ხილვის და ამბორში, ვნებას იქარვებს იოგით და ზოგი ხტუნავს ბატუტში, შენი სინათლის ხილვისას მე შუქი ზურგზე მომედო, და ლაპარაკის მაგვარი ეგ შენი ჩუმი აზრები, ასე მგონია გიხმარე როცა მაცვია სორედო, და გაიფანტა უშვერი შენდამი ყველა ზრახვები, ახლა გავხედოთ მკათათვეს გასიებულს და ერთიანს, წინ ვარ არ არის მართალი თავისუფლების აკრძალვა, თუ ბავშვი ვარ და აკრძალვას კანონის სახით მეტყვიან, მერე ვიცინებ ჩადენას თუ კი ამცდება დაკრძალვა, ახლა შიშს მიაქვს ედემი,ხიდები შუქის ჩატეხეს, და შემოდგომის ხიბლივით ნატეხი შაქრის ჩაიში, ვიცი განდგომა უფლისა თუ კი კურო ხარ აგტეხეს, ჯობდა წაეღო ვერაგ წყალს გომბორის მთა და ხაიში, ხელი აღარ მაქვს მომტეხეს,გარე ჭრილობა ყოფილა, ზედ დამაყარეს მარილი და ახლა ლეკვი მილოკავს, თუ კი ზეზვა ხარ იცოდე ნაყოფი გამოყოფილა, და თუ ადამი ,კარგი ხარ, შენ გამიკრასკავ შილოპკას.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნამდვილად მძიმე სურათი დავხატე,ვერ გაგამტყუნებთ ან ვერ გეტყვით რატომ აღიქვით მძიმედ,ზოგადად სიმართლის დაწერა მირჩევნია და არა ბედთან ბედნიერი კაცის თამაში. ნამდვილად მძიმე სურათი დავხატე,ვერ გაგამტყუნებთ ან ვერ გეტყვით რატომ აღიქვით მძიმედ,ზოგადად სიმართლის დაწერა მირჩევნია და არა ბედთან ბედნიერი კაცის თამაში.
1. მძიმედ აღვიქვი. მძიმედ აღვიქვი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|