ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2024


  

რაღაც მინდა ვთქვა...
ენა მებმება
და მერე...
სხვის სიტყვებზე ვიწყებ ლაპარაკს.
ჩემი აზრები
იმ ყვავებმა გაინაწილეს,
ხეზე რომ სხედან.
აკენკეს და გადაყლაპეს
როგორც მარცვლები.
მე კი დავდივარ -
ცარიელი ტანით და ტვინით,
თუ რაც დავრჩი,
ისიც უკვე გამჭვირვალე ვარ
და ჩემს სხეულში ილანდება მთელი სამყარო -
ეს ქარებიც ისე გამივლის,
ვერაფერს ვიგრძნობ,
ან რაღას ვიგრძნობ,
თუ არ ვარსებობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები