გახევებული მშვიდობის ამბის ასეთი რაობა, ფული არ მქონდა ვამბობდი ვინღა დამხედავს ჯიბეზე, თუმცა მრავალმა გამოთქვა ამის უკმეხი მზაობა, ქალისთვის თუ კი ირჯები ნახევარს უკრავს სიმებზე,
და ნაქალაქარს ხიდია უშვერი ზრახვით ნათება, ფულია ერბოს მაგვარი და ვერ მივიდა პირამდე, დაიწვა გულის პირი და სხვა იკადრებდა სანთელად, ესოდენ არსი ხვალის და შეწვდა მიჯნურსაც ხსნილამდე,
ჯიბის სიმების მაგვარი სისხამი დილის მზეობა, თუ ჯიბის ყურის თამაში საყვარლის ჯარის ყოლაა, მაშინ დაიქცეს ფულის და ნაშრომი ოფლის სხვაობა, თუ კი ამყევი თამაშში დამიჯერე რომ ფორაა,
სანამ მაშველი ადათი გულისპირს ცამდე მიაწყდა, სანამ არსივით გასხლული ადამის პირის ბაგენი, თუ კი მზისპირი პირიმზეს ადამის გზამდე მიაცხრა, დანარჩენი ხო ნანახი და ხო გეტყვიან მაგენი,
თუ კი დაიქცა მაისად გაშუქებული ადათი, მაშინ შიშველი ხევები ქალწულის ბაგეს წააგავს, ვერას ვერ გეტყვი ყმაწვილო მადა მოგსვლია ჭამაში, დავრჩი მე ერთი ნახირში და ერთი სხივის ბანაკად,
რომ გულში მანაც ატარა,ადამიანის ერთობა, როს გაქცეული სიმშვიდე გალეულია მარტივით, თუ კი დამჩემდა საყვარლის თვალის,მკერდივით შეტყობა, ბედის არვიცი თამაში აჩეხილია კარტივით.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|