ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი სადღობელაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2024


ჭიამაია

ჭია, ჭიამაია,
ხვალ როგორი დარია?!
უკან თებერვალია,
მაინც არ მიხარია.

იქნებ დარდის ბუგრების
მექცეთ ლარვად, ჭუპრებად.
მარტო, რად მემუქრები,
ან შენ ვინ გემუქრება?!

გაზაფხულს თუ მივატან,
ამ ზამთარს თუ მოვილევ,
მაპოვნინე ჭია და
მე დ ე დ ა ს გაპოვნინებ!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები