ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2024


ნათესავი თვალისა

გაიღიმე დაითესა აპრილი,
რომ დათესვა სამადლობელ თვალისა,
აღარ ვარგა გადავაგდოთ მარხილი,
არ ვიკითხოთ თვალი მისი ბრალისა,
შუქი ჩქარობს გაღიმებას ივნისად,
რომ სამარგლი სამკობელად ყანა,
დაიღვრება ეს ცრემლები თბილისად,
სადაც ყველამ ყველა დაიბრალა,
სიჩუმისთვის განწირული თოვლია,
და შემკობა ალისფერი ზრახვებით,
ასე დაწერს ვისაც გაუგონია,
თუ ბიჭი ხარ უნდა იყო თავხედი,
ეს დარდები სიზმრებს შემოეჩვია,
სანახავად დარჩენილი აგვისტო,
მე დავდივარ და ქუჩები მერჩიან,
ვერ გაიტან შენ სიმართლეს ამითო,
ჩქამი ფიქრებს განზე როცა ვიტირებ,
აზრებს ათოვს სახსოვარი ხვალისა,
გავურბოდი უხსოვართა სიცილებს,
და დაბერდა ნათესავი თვალისა,
საცა ვნახავ იქაც უნდა ვუჩივლო,
ახლა სარგო გარეთ გასვლის წყალობა,
დავინახავ ამ გაზაფხულს უცილოდ,
დამშვენებას ისიც ძალზედ ჩქარობდა,
ასე ვიტყვი გალაქტიკიკის ოქტაგონს,
რომ დაღუპვა მე ხევბეის ბინადარს,
არ მეღირსოს,არა ვიტყვი მონაგონს,
ამის მთქმელი შენ მითხარი ვინა ვარ?!
ქათქათაა ამოსული დროშებად,
გაყიდული ლარებივით დოლარი,
გაიყიდა ეს სიტყვები გროშებად,
ვერ ვიხილე მე თვალები მოლარის,
ასე დარდობს ჩემი სიტყვის ღმერთობა,
რომ დაღუპვას გმირებიც კი ჩქარობდნენ,
დასჩემდება ქრისტეს ალბათ კერპობა,
სადღაც გზებზე ნატვრის ხე რომ დამორეს,
სიჩმუისთვის განწირული თბილისი,
და აზრების განგაშივით ღრეობა,
დაღლილი და დამტვრეული ვილისი,
დღეს თბილისის ასე ითქმის ჩემობა.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები