ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2024


***

ვკვდებოდი ღმერთის ირგვლივ,
ენამოუსწრებელ ბიჭად,
ჩემი ანცობით და ყირაობით,
უხეშად ვჩანდი და მშვიდად ვჩანდი,
თუ რამე ვიცხოვრე - გამოვღმურძლე,
ნაბიჯ-ჯაბიჯ და დინჯად,
როგორც თაფლში ყვითლად ჩაფენილი,
ქარვის ნატეხებად - ფიჭა,
სიცოცხლე ვღეჭე დაუდევრად,
იმანაც მღეჭა - ღირდა,
ისე მიხშობდა საყლაპავს,
ამოსაქთმელი სიტყვა,
სულაც ვერ ფიქრობდა მომდევნოზე,
მომდევნო აღარ იყო სიტყვა.

ვკვდებოდი ღმერთის განაპირას,
ვკვდებოდი ღმერთის მიღმა,
კვდებოდა ღმერთი სიცილით,
უღმერთოდ კვდებოდა დიდ ხანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს