 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 6 ნოემბერი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
განკვეთა და განაპირება თემისტოკლესი
ვინღა დაეძებს თემისტოკლეს, რაც მტერი მოკლეს! დამთავრდა ომი, თემისტოკლე! ომის დროს მრავალ ღამენათევს - მშვიდობის დროს - მოსწყინდი ათენს.
რა მეტისმეტად აყვავდიო, მტერთან ბრძოლაში აღზევებულო ერთო მდაბიო, გეყო, წადიო, მთელი ათი წელიწადიო, უკვე მწარეა ომის პურიო, თითქოს შხამი ცომში ურიო, მშვიდობის დროს აღარ იჭმება, სისხლი უჯდება, კმარა, რაც აგე ტრირემები, სამფანიჩბება, ფართოუჯრება, ომის დროს ფლოტი - სანატრელია, მშვიდობის დროს კი დამარცხებული - დამარცხებულად, გამარჯვებული - ნათელცხებულად, გადარჩენილთა შენახვა კი გამარჯვებულს - ძვირი უჯდება. ბრძანებს დემოსი? ბევრს ასე უნდა?!- სხვაგვარად ენა ვის მოუბრუნდა! რაო, ტყუილად გაიწირე?! დანებდეს უნდა, თუნდ მოგემხროს ცხრავე სტრატია, ასეთი არის ათენური დემოკრატია. აღარაფერი აღარ ღირს დავად, წადი, შორს წადი მოუხედავად!
ათენელებმა, ყველამ ერთად გადაგიწყვიტეს, წაგართვან, რაც გაქვს, სიცოცხლე კი შეგინარჩუნონ, მაგრამ ათენში არ გაგაჩერონ, ეს გვიჯობს ჩვენო, შორს - გზა გაჩვენონ და შეგაჩვენონ, არავინ იყოს იმიერიდან შენი მნახველი, თიხის დისკოზე წააწერონ შენი სახელი, არჩევნებისას ვინმემ რამე არ აურიოს. რაო, შურიო? ალბათ არის არც უმისობა, სხვისი ნადავლი გულზე მუდამ ლახვრად ისობა. ოსტრაციაში გულს სიბერეც მოგედო ნელი, გეყო, ათენი დაივიწყე შენ, თემისტოკლე! სიცოცხლე - არის ისე ხანმოკლე, ვინ რას გააწყობს ბევრის აზრთან - მართლის მნდომელი? არ გიწერია შინ დაბრუნება, დიდო სტრატეგო, მანდ უნდა ეგო, უცხო სვა წყალი, იყო საწყალი, ვიდრე მოგაგებს კუთვნილ პატივს ის ალექსანდრე, მცირე, პირველი მაკედონელი.
დიდო მმართველო მაგნესიისა, (ესაა ბედის ირონია!) თავს დაგტიროდა მთლად იონია, ცხედარი შენი როგორ სურდათ, იქვე დაეფლათ, შენ - დაწვა გსურდა და ატიკას ეფრქვიე ფერფლად!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! ვინმე, ჩემდამი არაკეთილად გამწყობილი ალბათ იფიქრებს, რას გადაეკიდა ეს დარბაისელი ძველბერძნულ, რომაულ, ებრაულ, რენესანსულ კულტურებს, რას იქექება კაცობრიობის წარსულშიო. აწმყოში რა, ცოტა რამ ხდებაო. გარკვეული გაგებით, მართალიც იქნება, რომ არა - ერთი გარემოება:
ევროპა რომ კარგია და ევროპელობა, ზოგადად დასავლელობა რომ აზიელობაზე უკეთესია , ეს დღესდღეობით, ვინ არ იცის! ევროპელი ვარ, ევროპელი ვარ, ევროპაში მინდა! მარტო ამისი მანიფესტირება, ჩემი აზრით კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა. ყველამ თავის სფეროს უნდა მიხედოს და რამდენადაც შეუძლია, ევროპელობის ღირსი გახადოს!
მოხდა ისე, რომ ჩვენი ძნელბედი ისტორიის გამო, საუკუნეთა მანძილზე მოწყვეტილები აღმოვჩნდით იმ საფუძვლებისგან, რასაც ევროპული კულტურა ეყრდნობა. ( ბიბლია , ბერძნული მითოლოგია და ა. შ.) მე - მაქვს ჩემი სფერო, რომელიც, არ მგინია, ცუდად ვიცოდე, (ამას გარდა კიდევ ვიცი მზარეულობა და სახლის ლაგება, სხვა - არც, არაფერი,,)
ამ ტიპის ლექსები და ზოგადად თემატიკა, საქართველოს რომ ნორმალურად განვითარება დასცლოდა, აქამდე პოეზიას გადაღეჭილი უნდა ჰქონდეს… მაგრამ რომ არა აქვს?! მე დარწმუნებული ვარ, რომ შოთას მერე ქართული პოეზია მსოფლიოსას უკიდურესად ჩამორჩა. (გენიოსი - გალაკტიონი - სრულიად გვეჩუქა). ასევე ვთვლი, რომ ეს ჩამორჩენა საშუალებას გვაძლევს, საინტერესო ვიყოთ იმ უცხოური კულტურებისთვის, ვისაც პოსტმოდერნული კრიზისი დაუდგა. ჩვენც გვაქვს კრიზისი, როგორ არა! … მაგრამ იგი - დაბალი საფეხურისაა, სხვა ბუნებისა. თუკი ზემოდან წავაფარებთ პოსტ მოდერნს, როგორც დასაუთოებელ სარეცხს წააფარებს დიასახლისი რაიმეს, უცხო თვალს არეულობა რომ მოარიდოს, შეგვიძლია ილუზიაც შევქმნათ შინ - თუ გარეთ, დასავლეთთან ვარო. მაგრამ არსი? დავიწყე თეორეტიზირება! მე ხომ მხოლოდ მადლობა მინდოდა გადამეხადა შენთვის, რომ მკითხველად მეგულები! (აქ - ბევრი გული!)
მადლობა მუხა! ვინმე, ჩემდამი არაკეთილად გამწყობილი ალბათ იფიქრებს, რას გადაეკიდა ეს დარბაისელი ძველბერძნულ, რომაულ, ებრაულ, რენესანსულ კულტურებს, რას იქექება კაცობრიობის წარსულშიო. აწმყოში რა, ცოტა რამ ხდებაო. გარკვეული გაგებით, მართალიც იქნება, რომ არა - ერთი გარემოება:
ევროპა რომ კარგია და ევროპელობა, ზოგადად დასავლელობა რომ აზიელობაზე უკეთესია , ეს დღესდღეობით, ვინ არ იცის! ევროპელი ვარ, ევროპელი ვარ, ევროპაში მინდა! მარტო ამისი მანიფესტირება, ჩემი აზრით კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა. ყველამ თავის სფეროს უნდა მიხედოს და რამდენადაც შეუძლია, ევროპელობის ღირსი გახადოს!
მოხდა ისე, რომ ჩვენი ძნელბედი ისტორიის გამო, საუკუნეთა მანძილზე მოწყვეტილები აღმოვჩნდით იმ საფუძვლებისგან, რასაც ევროპული კულტურა ეყრდნობა. ( ბიბლია , ბერძნული მითოლოგია და ა. შ.) მე - მაქვს ჩემი სფერო, რომელიც, არ მგინია, ცუდად ვიცოდე, (ამას გარდა კიდევ ვიცი მზარეულობა და სახლის ლაგება, სხვა - არც, არაფერი,,)
ამ ტიპის ლექსები და ზოგადად თემატიკა, საქართველოს რომ ნორმალურად განვითარება დასცლოდა, აქამდე პოეზიას გადაღეჭილი უნდა ჰქონდეს… მაგრამ რომ არა აქვს?! მე დარწმუნებული ვარ, რომ შოთას მერე ქართული პოეზია მსოფლიოსას უკიდურესად ჩამორჩა. (გენიოსი - გალაკტიონი - სრულიად გვეჩუქა). ასევე ვთვლი, რომ ეს ჩამორჩენა საშუალებას გვაძლევს, საინტერესო ვიყოთ იმ უცხოური კულტურებისთვის, ვისაც პოსტმოდერნული კრიზისი დაუდგა. ჩვენც გვაქვს კრიზისი, როგორ არა! … მაგრამ იგი - დაბალი საფეხურისაა, სხვა ბუნებისა. თუკი ზემოდან წავაფარებთ პოსტ მოდერნს, როგორც დასაუთოებელ სარეცხს წააფარებს დიასახლისი რაიმეს, უცხო თვალს არეულობა რომ მოარიდოს, შეგვიძლია ილუზიაც შევქმნათ შინ - თუ გარეთ, დასავლეთთან ვარო. მაგრამ არსი? დავიწყე თეორეტიზირება! მე ხომ მხოლოდ მადლობა მინდოდა გადამეხადა შენთვის, რომ მკითხველად მეგულები! (აქ - ბევრი გული!)
1. ძლიერი ლექსი! ძლიერი ლექსი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|