ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2024


შეშა, შიში,შიშხათი და შარა

შეშა,შიში,შიშხათი და შარა,
დავიპყარი გუშინ ალბათ შხარა,
შემამკობდა ოცნებები მარა,
ფიქრი მდევდა ,აზრებს წარა მარა
ანდომებდა გაფიქრების წუთი,
არმაგედონს თუ იძახის რუთი,
მაშინ გახსნას ის პანდორას ყუთი,
რომ მოგვაცხეს საკმეველად ხუთი,
და შარა გზის ასეთია ამბად,
შიში შარა გახეთქილა დამბად,
არა მყოფნის ცხოველია დარდად,
არა დარდობს ეკლებია ბარდად,
შენი სხივი სიხარულს რომ ამჩნევს,
გადახედე ნატყვიარებს ,სარჩევს,
ასე აზრებს უსიტყვოდ რომ დასდევს,
და მოყვება გალექსილი ამბებს,
ჩუმი შიში,ჩუმი აზრის არე,
მე თუ გორა შიშით ავიარე,
მაშინ სიტყვა დამხვედრია მწარე,
და ნაისრალს მომიწვავენ ხვალე,
თუ შიშია ჩუმი ეზო ბაგე,
მაშინ სადა ჩემი სანოვაგე,
არამზადას დარჩენილი კოცნა,
და სიზმრების დანარჩენად მოცდა,
ჩემი ამბის ასეთია ბარგი,
არ ვარ ომში მკვრად ხო დასაკარგი,
არც ვიომე ხო ამ სიტყვით არა,
და წლებია რომ აქციეს წამად,
დარჩენილი საყვედური ჭამად,
დარდები და სიახლოვე დარად,
არ ვუამბობ უსიტყვობით ამად,
ჯობდა წუთი მოგვექცია წამად.
ასე ვყვები სანახავი ერთი,
დარჩენილი უცოდველი ღმერთი,
და ისრალეს ასე ესმის სიტყვა,
მათთვის ახლა უცხო არის მირქმა,
და შეამკობს თურმე აზრით ხევებს,
ხევისბერი უწვერო და მშვიდი,
თუ გუშინაც გაექეცი ბერებს,
ცოდვა გქონდა ოღონდ ზუსტად შვიდი,
ციფრი წუთებს ისე აზრი არა,
ციფრებს დასდევს გული დამიამა,
და სამზერად თუ გეყოფა ჭამა,
მაშინ ფიქრი დაამშვიდა რამა?

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები