ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2024


გადელება

შენ არ საჭიროებ ჟარგონს და ბარბარიზმს,
დღეიდან,
ზიხარ და ეწევი და უსმენ ბარბარა
სტრეიზანდს.
მიდიხარ და სახლში იბარებ: მოვალო,
ამაღამ.
გადიხარ. ახალი სკვერია. ოვალთა
დამღაა.
ჩაივლი ჭადრებთან - ახალი სკვერითვე.
სალამი.
და ისევ ვერ ითმენ ამ ენკენისთვის
საღამოს.
შეგხვდება ნაცნობი. შუახნის და ჩია
მეწაღე.
ისეთი თბილი და მზრუნველი კაცია,
ჟორიკას გეძახის.
ყოველი შეხვედრა, წინა და მორიგი,
აგავსებს.
ახალია სკვერია: მეწაღე. ჟორიკა.
ნაგაზი.
ბავშვები - ბურთებით და საქანელების
ჭრიალით.
საუბარს უნდებით. ცა გაქანებული.
კრიალა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები