ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
16 ნოემბერი, 2024


კოსმოსური დინოზავრი

                                                            (დასაწყისი)

            ყველაზე მეტად ის მხიბლავდა ამ ყმაწვილში,  ასე არხეინად რომ შეეძლო ხომალდს მიღმა გადაებიჯებინა. ჩვენსავით წინასწარ საათობით როდი ემზადებოდა საამისოდ. როდი იფუთნებოდა მრავალშრიან მძიმე სკაფანდრში, რომელიც მოუხეშავ ჭუპრებს ამსგავსებდ ყველა ჩვენგანს. ზუსტად ისევე, იმავე სახით, რა სახითაც ვხედავდით ჩვენს გვერდით, გააღებდა ვიწრო საძრომს, გადააბიჯებდა ღია კოსმოსში და ჰერი. . .  არხეინად დასეირნობდა ხომალდის გარე კორპუსზე. . . . თავისუფალი, ლაღი ნახტომებით გადაინაცვლებდა ნაკვეთურიდან ნაკვეთურისაკენ. . .  მისი მოქმედება ყოველთვის თამამი, დინჯი და აუღელვებელი იყო. არასოდეს ეშლებოდა რომელიმე მანიპულაცია, თუნდაც ყველაზე ზუსტი და საკირკიტო.  როცა ჩვენს გვერდით იმყოფებოდა, ხანდახან შენიშნავდა ისეთ რამეებს, რაც მიანიშნებდა მის «არაადამიანურობაზე». მოძრაობის ზედმეტად ზუსტი კოორდინაცია, ზემდეტად გამოკვეთილი ხმა და ფრაზეოლოგია. ეს ყველაფერი შეიძლება არც ისე სასიამოვნო იყოს ხომალდის შიგნით, შეიძლება ძალიანაც გვეხამუშებოდეს და აუტანელიც მოგვეჩვენოს ზოგჯერ. ღია კოსმოსში კი ზემოთ აღნიშნული თვისებები არამცთუ გვეხამუშება, პირიქით, აუცილებელიც კია.
        გარდა ამ ეჭვმიუტანლად მაღალი ღირსებისა, რაც სიახლეს არ წარმოადგენდა ჩემთვის (მის მსგავს მოდელთან სხვა დროსაც მქონია საქმე და ყოველთვის სიამოვნებით შევყურებდი მათ ლაღ ლივლივს ღია ვარსკვლავურ სივრცეში), თურმე ყმაწვილი ბევრი სხვა, სრულიად მოულოდნელი თვისებებით ყოფილიყო დაჯილდოებული, რომლებიც მან ნელნელა, თანდათანობით გამოამჟღავნა. თურმე წარმოდგენაც არ გვქონია,  რა იშვიათი ფენომენი იმყოფებოდა ჩვენს გვერდით. ამაში ორივეს ერთნაირად მიგვიძღოდა ბრალი, მეც და ლამასაც, დედამიწაზე გაგვაფრთხილეს:  უხლოესი სახის მოდელთან გექნებათ საქმე, ეს ესაა გამოცდა წარმატებით ჩააბარა მთვარეზე. . . ბევრი ახალი ფუნქცია დაუმატეს და ინსტრუქციას დაწვრილებით გაეცანითო.  ჩვენ ერთი ყურადღებით შევათვალიერეთ ეს იშვიათი ფენომენი. განსაკუთრებული ვერაფერი შევნიშნეთ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სრულიად ახალთახალი იყო და ლაპლაპი გაჰქონდა.
      - ისევ ისეთივე ხარახურა იქნება, როგორიც დანარჩენები, - თქვა ლაშამ და ინსტრუქცია მესროლა, - წაიკითხე და მერე მოკლე შინაარსი მომიყევი.
      - ვითომ რატომ? - აღვშფოთდი და ინსტრუქცია წინანდელ მისამართზე დავაბრუნე.  - ჯერ შენ წაიკითხე. არც მე მაწყენს მოკლე შინაარსის მოსმენა.
      ბოლოს ინსტრუქციამ საწერ მაგიდაზე მოადინა ბრახვანი, ამ სტადიაზე მის შესახებ ლაპარაკიც შეჩერდა. დღესაც იქ დევს, სქელი მტვრით დაფარული. . . .  ციან - ბარიუმი კი სამყაროს უსორეს სივრცეებში დაჰქრის. . . ჩვენ იმ ყმაწვილს  ასე  შევარქვით. ახლავე მოგახსენებთ, რატომ. როცა ღია კოსმოსში გასვლა დაგვჭირდა გარე ანტენების გასასწორებლად, ცხადია, კენჭისყრით არ გადაგვიწყევტია, თუ ვის ეკუთვნოდა ეს დიდი პატივი. აბა ვის უნდა გადაებიჯებინა კოსმოსში. თუ არა ამ რკინისაგან ჩამოსხმულ ყმაწვილს, კოსმოსი ხომ მისი სტიქია იყო.
      ჩვენ ილუმინატორთან მოვკალათდით, ლაშას კმაყოფილების ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე, ალბათ მევ ასეთივე იერი მქონდა. ორივენი წინასწარ ვზეიმობდით საამური სანახაობის მოლოდინში. ვარსკვლავები მკვეთრ ოქროვან წერტლებად მოჰფენოდა კოსმოსის ღამისფერ უფსკრულებს. ამ უფსკრულის თავეზ ანტენების რთული სისტემა ეკიდა. . . ვხედავთ, ამ ანტენებს რაღაც უცნაური არსება მიუახლოვდა, ადამიანს წააგავდამო ყვანილობით, მაგრამ. . . რა საოცარი ელფერი გადასდიოდა. ეს ნამდვილი ზღაპრული არსება იყო, ჩამოსხმული, სრულქმნილი. . . და ამავე დროს იშვიათი სხივოსანი შარავანდედით შემოსილი. . .
      ლაშამ დაჭყეტილი თვალი მომაპყრო, რომელშიც საკუთარი ფიზიონომია დავინახე, უკიდურესად გაოცებული. . . მერე ისევ ილუმინატორს ვეცით. . . სხივოსანი არსება ლაღად ლივლივებდა ოქროვანი წერტილებით მოკენჭილი უფსკრულის თავზე. ორიოდე ჰაეროვანი, თამამი ნახტომი გააკეთა და ანტენებს ჩაებღაუჭა.
      მხოლოდ იმის მერე ვიცანით  მე და ლაშამ ჩვენი რკინის ყმაწვილი ამ ზღაპრულ არსებაში, როცა მან ანტენებს დაუწყო ჩხიკინი ჩვენს მიერ წინასწარ მიცემული პროგრამით.
      ამ ყმაწვილს მთელი სხეული ციან - ბარიუმის ფენით ფქონდა დაფარული, (უფრო სწორად რთული შენაერთის ფენით, რომელშიც ძირითადი კომპონენტია ციან - ბარიუმი), ხომალდის კაბინეტში რუხი ლითონისფერი გადაჰკრავდა, ანუ დიდ შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ ახდენდა, მაგრამ როგორც კი ღია კოსმოსში გაყო ცხვირი,  მაშინვე ზღაპრული ელფერით იწყო ბრწყინვა. . . ვერც მე, ვერც ლაშამ თვალი ვეღარ მოვაცილეთ, მოჯადოებულივით ვტკბებოდით ამ იშვიათი სანახაობით.
      - შენს ადგილზე სულ ღია კოსმოსში ვიქნებოდით, - აღფრთოვანებით უთხრა ლასამ ციან - ბარიუმს, როცა ამ უკანასკნელმა რიხიანად მოგვახსენა დავალების პირნათლად შესრულების შესახებ. ჩვენს გვერდით ისევ ის რუხი ფოლადისფერი ყმაწვილი იდგა.
      -თუ საჭიროა, ასედაც მოვიქცევი, -  მოახსენა ციან - ბარიუმმა და ახალწვეულივით გამოეჭიმა.
      - არა, არ არის საჭირო, - ჩაილაპარაკა ლაშამ და გვერდზე გაიხედა, - მიდი და თეფშები გარეცხე.
      შემდგომში სულ უბრალო საბაბით ვაგზავნიდით ციან - ბარიუმს ღია კოსმოსში, რათა მისი ცქერით დავმტკბარიყავით. ჩვეულებრივად ამ ტიპის ყმაწვილებს კოსმოსური გამოსხივების სარეგისტრაციო მოწყობილობა თვალებშუა აქვთ ჩამონტაჟებული. ციან - ბარიუმის შემქმნელებმა ამ მიზნით კათოდური ნათების პრინციპი გამოიყენეს. . . მე თუ მკითხავთ, დიდი წარმატებითაც. ნათების ინტენსივობა და ფერთა გამა უფრო  ცხადად მიგანიშნებს კოსმოსური ბუნებაზე და სიხშირეზე. . . ტექნიკურად ეს საშუალება უფრო გამართლებული აღმოჩნდა, მის ესთეტიკურ მხარეზე ხომ ლაპარაკიც აღარაა საჭირო. . . სიტყვა ვერ აღწერს, ისეთი მშვენიერი რამეა.
      მაგრამ მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ გველოდა. მთავარი ის იყო, რაც მთვარეზე განვიცადეთ ციან - ბარიუმის წყალობით.
      ხომალდი მშვიდობიანად დაეშვა ფხვიერ გრუნტზე, მე და ლაშა დინჯად მოვემზადეთ მთვარეზე გასასეირნებლად. გულდასმით ჩავჭედეთ საკუტარი თავები მძიმე სკაფანდრებში. ციან - ბარიუმი წინასწარ არ გაგვიგზავნია, ჩვენ უნდა გამოგვყოლოდა. ძალზე ბევრი საქმე გვქონდა, ციან - ბარიუმის საჭვრეტად და გასართობად აღარ გვეცალა, მთვარის წიაღისეული უნდა მიგვეკლია, იშვიათი მინერალები უნდა გვეპოვნა და სხვა ამდაგვარი.
      სამივენი ერთმანეთის მიყოლებით გადმოვედით ხომალდიდან.  ვცადე, მკვიდრად დამედგა ფეხი ფხვიერ გრუნტზე, ორიოდე ნაბიჯი გადავადგი, როგორც იქნა, შევძელი წონასწორობის მოპოვება, შეცვლილ გრავიტაციულ ველს შეჩვევა სჭირდება. მერე ლაშას გადავხედე და გამეცინა. მას უკვე მიეღო ცნობილი პოზა, "დაღლილი მაიმუნის" პოზას რომ უწოდებენ. ისე იდგა, გეგონებოდა, სადაცაა უკანალით გრუნტს დაეხეთქებაო. მერე კიდევ ეს არამყარი, გაუბედავი მოძრაობა და ნაბიჯები. . . საკმაოდ კომიკური სანახაობა გახლდათ. ლაშამ მოაბრუნდა ჩემსკენ თავი, პრიალა მინის მიღმა მისი კბილები გავარჩიე, ალბათ ჩემზე იცინოდა, მეც ხომ ზუსტად იმავე პოზაში ვდგევარ.
      როცა საკუთარი თავისაგან მოვიცალეთ და სხეულის წონასწორობა აღვიდგინეთ, ორივემ ციან- ბარიუმს შევხედეთ. უკვე ვთქვი, რომ  მისი ეფექტრური გარეგნობით დატკბობას არ ვაპირებდით, მაინც თვალი მოგვტაცა ამ ყმაწვილმა: რა მკვიდრად და თავდაჯერებულად იდგა, მაღალი, ამაყი, წელში ლარივით გამართული. ერთადერთი ისღა ჰგავდა ადამიანს მთვარეზე. მისი წონასწორობის მექანიზმი აქაც ისევე მოქმედებდა, როგორც დედამიწის პირობებში. ნაბიჯებსაც ლაღად, მკვიდრად ადგამდა, ჩვენსავით უხერხულად როდი ხტოდა და ბორძიკობდა, . და მისი ნაკვალევიც ზუსტად ადამიანის ნაკვალევს ჰგავდა. ჩვენს ნაკვალევზე ამას ვერ იტყოდით. მთვარეზე ხომ ექვსჯერ მსუბუქნი ვართ, თვით მძიმე სკაფანდრიც არ შველოდა საქმეს, რათა ღრმა ნაკვალევი დაგვემჩნია ფხვუერ გრუნტზე. ციან - ბარიუმი ადამიანზე ზუსტად ექვსჯერ უფრო მძიმეა და აქ სწორედ ადამაინის ნაკვალევი დატოვა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მთვარის ზედაპირზე ისეთივე ზღაპრული ელფერით ლივლივებდა, როგორც ღია კოსმოსში.
      - საქმე, საქმეს მივხედოთ - მომესმა ლაშას ხმა. მეც მაშინვე ავარიდე თვალი ციან - ბარიუმს, მართლაც სანამდე უნდა ვუჭვრიტოთ ამ ყმაწვილს. რა ფორმა და ფერიც არ უნდა ჰქონდეს, ერთი რკინის ნაჭერია და მეტო არაფერი.
      მაშინვე შევადგინეთ სამუსაო განრიგი:  მე და ლაშა ერთად არასოდე სმივატოვებდით ხომალდს. ყველგანმავლით რიგრიგობით წავიდოდით წიაღისეულის დასაზვერად. მხოლოდ ცან - ბარიუმი გამოგვყვებოდა ყოველთვი. მას არ სჭირდებოდა შესვენების საათები. . .
      საქმიანობა საკმაოდ მომქანცველი და საკირკიტო იყო. მასში პოეტურ ვერაფერს იპოვიდი. ვერაფერი იამოვნებაა ამ უფერული ფხვიერი გრუნტის ჩხრეკა. ციან - აბრიუმი ფასდაუდებელ დახმარებას გვიწევდა. ჩვენი მოვალეობის უმეტესი ნაწილი მას ავკიდეთ. ყველაფერს შესანიშნავად ასწრებდა. ალბათ მაშინაც მოასწრებდა, ჩვენისთანა ათასიც რომ ყოფილიყო. გულწრფელად გვიკვირდა, მაშინ როგორ ართმევდნენ თავს ასეთ საქმეს, როცა ციან - ბარუმი არ ედგათ გვერდით. გამოსაანგარიშებელი იყო რამე თუ გასაკეთებელი, ყველაფერი შეეძლო. მისი ხელები - მანიპულატორები მაშინვე იქცეოდნენ იმ მოწყობილობად, რაც გჭირდებოდა. თუ მოინდომებდი, მტასაც გახვრეტდა შენს თვალწინ და მეორე მხარეს გავიდოდა.
      სულ მოკლე ხანში მოვრჩით ყველაფერს ციან - ბარიუმის წყალობით. პროგრამის უმეტესი ნაწილი ამოწურული იყო, ჯერ კიდევ  ბევრი დრო გვქონდა. შეგვეძლო თავისუფლად ამოგვესუნთქა. ხადახა გართობაზე გვეფიქრა.
      და აქ მე და ლაშას ერთდროულად გაგვახსენდა ერთი დავალება, რაც დედამიწაზე მოგვცეს. სათქმელადაც ძნელია, იმდენად უჩვეულო იყო. სწორედ სტარტის წინ მოგვძებნა პალეინტოლოგიის ცნობილმა პროფესორმა, რაღცა ფოტოსურათი მოგვიტანა და გვთხოვა, ყურადღება მიაქციეთ, მთვარეზეამისთანა ნაკვალევი თუ შეგხვდებათო.
      - რისი ნაკვალევია? - იკითხა ლაშამ.
      - დინოზავრის ნაკვალევი - გვიპასუხა პატივცემულმა პალეონტოლოგმა.
      მე და ლაშა ეჭვით მივაჩერდით რამდენიმე წამს ჩუმად მყოფნი.
      - რა უნდა მთვარეზე დინოზავრს - ერთხმად წამოვიძახეთ.
      - ნამდვილად დინოზავრის ნაკვალევია. ეს მე არ შემეშლება - გაცხარდა პროფესორი, - აჰა, შეხედეთ, ესაა სამთითა ღრმული, რაც ფრინველმენჯიან ქვეწარმავლებს ეკუთვნით უეჭველად. როგორც ამ ნაკვალევიდან ჩანს, იშვიათი ეგზემპლარი უნდა იყოს, ნაბიჯებს შორის დაშორება ორ მეტრამდეა. ამის შესაბამისად სიმაღლე არაფრით არ უნდა იყოს სამ მეტრზე ნკლები. მე უკვე ავაგე მისი სავარაუდო მოდელი.
      - საიდან მოხვდა ეს ფოტოსურათი თქვენთან? - დავინტერესდი მე.
      - სრულიად შემთხვევით.  სულ ახლახანს ერთერთი ექსპედიცია მთვარის რელიეფს იღებდა. გაგონილი გექნებათ დიდი მეტალურგული კომბინატის აშენებას აპირებენ. ერთ - ერთ სურათზე ეს ნაკვალევი შევამჩნიე. თვითონ მათ რომ ვკითხე, ვერაფერი მითხრეს, მსგავსი არაფერი გვინახავსო. მეტიც, ნაკვალევი შეუმჩნეველი დარჩებოდა მათთვის, მე რომ არ მიმექცია ყურადღება. ფოტოსურათზე შეიძლება განმარხებული ნაკვალევი იყოს. გამორიცხული სულაც არაა, ძალიან დიდი ხნის წინ მთავრეზე ყოფილიყო წყალი და ჰაერი. მაშინ სიცოცხლეც იქნებოდა. შეიძლება დინოზავრებიც იყვნენ. ჯანმრთელობა რომ ნებას მაძლევდეს, მე თვითონ გამოვიკვლევდი ყველაფერს. . . ჰიპერტონია მაქვს, გრავიტაციული ველის შეცვლას ვერაფრით გადავიტან.
      ამ უკანასკნელმა არგუმენტმა  შეგვაყოვნა, თორემ უკვე ზედაც აღარ ვუყურებდით არც პატივცემულ, მხცოვან პალეინტოლოგს, არც მის ფოტოსურათს. მართლაც, ვინ იცის, რა იყო უწინ. იქნებ მთვარეზე მილიარდი წლების წინად მართლაც იყო წყალი და ჰაერი, აქედან გამომდინარე - სიცოცხლეც. აი, სეირიც ის იქნება, ასეთი რამ თუ აღმოჩნდა. თანაც, ჩვენ თუ აღმოვაჩინეთ, მე და ლაშამ. პირველაღმომჩენი! მართლაც ძალზე შთამბეჭდავად  ჟღერს.
        ამასთან ერთად, რამდენი ხანია ეძებენ დედამიწის მიღმიერ სიცოცხლეს. იქნებ ეს ნაკვალევი სხვა სამყაროდან მოფრენილ არსებას ეკუთვნის? ვერც ამის შესაძლებლობას გამორიცხავ.
      დაფიქრებულმა ლაშამ ფოტოსურათი ჯიბეში ჩაიდო. მხცოვან პროფესორს შევპირდით, რომ ყოველ ღონეს ვიხმარდით მსგავსი ნაკვალევის აღმოსაჩენად. ოღონდ, ყოველი შემთხვევისათვის, არავისთვის არაფერი გვითქვამს. ეს ჩვენი საიდუმლო იყო. თვით ციან - ბარიუმისთვისაც კი არ გაგვიმხელია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს