ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: პროზა
22 ნოემბერი, 2024


კოსმოსური დინოზავრი

                                                              (დასასრული)

          ლაშასი არ იყოს, ყველაფერი მეტისიმეტად კარგად მიდიოდა თავიდან. რატომ ადრე არ შეგვემთხვა ასეთი რამ, როცა რიგრიგობით ვტოვებდით ხომალდს. ერთ ერთი ჩვენგანი იქ რომ იყოს, სათადარიგო ყველგანმავალით გამოეშურებოდა საშველად. ახლა ჩვენთვითონვე უნდა ვიღონოთ რამე. რაც შეილება ჩქარა უნდა მივაღწიოთ იქამდე. მე ვკოჭლობ, ლაშას განძრევის ეშინია, სარგადაყლაპულივით დგას, მხოლოდ ციან-ბარიუმია მთელი და დაუზიანებელი, დინჯი, მშვიდი, აუღელვებელი. მართლაც, იქნებ ციან-ბარუმს შეუძლია რაიმე დახმარების გაწევა? ხომალდისკენ რომ გავგზავნოთ, აზრს მოკლებულია. სანამ დაბრუნდება, ლაშას სკაფანდრი ჰაერისაგან დაიცლება, ისევ სხვა გზით უნდა დაგვეხმაროს. ვიცით, რომ ძალიან ღონიერია. მძიმე ლოდებს არხეინად სწევდა და აგორებდა გვერდზე.
      - რამხელა ტვირთის ტარება შეგიძლია? -ვკითხე ციან-ბარიუმს.
      - საკუთარ წონაზე სამჯერ მეტის, - მყისვე მიპასუხა.
      შვებით ამოვისუნთქე. მე და ლაშა ერთად ბევრად უფრო მსუბუქები ვიქნებოდით.
      - ორივენი ერთად უნდა წაგვიყვანო ხომალდისაკენ - ვუბრძანე ციან-ბარიუმს.
      და ჩვენ, ორივენი, მოწმენი გავხდით ციან-ბარიუმის საოცარი მეტამორფოზისა. ჯერ იყო და მკლავები აქეთ - იქით სავარძლის სახელურებივით გადაშალა, იდაყვებიდან მკვრივი ფირფიტები გამოუსრიალდა და ჩვენც სრული კომფორტით მოვეწყვეთ ამ მოხერხებულ სავარძლებზე. რგორც კი მოვკალათდით,, ვიგრძენი, სადღაც ზევით რომ მივიწევდით; თურმე ციან-ბარიუმი მაღალ ოჩოფეხებზე შემდგარა. ეს ოჩოფეხები ანუ ფოლადის საყრდენები მუხლის სახსარში ჰქონდა ჩამონტაჟებული. მისი ფეხების სიმაღლე ახლა ორ მეტრს აღწევდა. ფეხის ტერფებიც გაუდიდდა სპეციალური საყრდენებით, რომლებიც ქუსლებთან ჰქონდა მიმაგრებული.
      მორჩა თუ არა მეტამორფოზას, (რაც ათიოდე წამს თუ გაგრძელდა) ციან-ბარიუმმა გიგანტური ნაბიჯებით იწყო სვლა ხომალდის მიმართულებით. მე და ლაშას ჯერ თითქოს გვეხამუშებოდა, შემკრთალნი ვიყავით. რას ვემგვანებოდით, ვინმეს რომ შეეხედა ჩვენთვის. ძუძუთა ბავშვებივით ჩახუტებულნი ვიჯექით ციან-ბარიუმის მკლავებზე, მაგრამ ისე საამურად, ისე თანაბარ-რიტმულად მიირწეოდა ციან-ბარიუმი, გზასაც ისე სწრაფად კეცავდა ორმეტრიანი ნაბიჯებით, სულ მალე გამოგვიკეთდა ხასიათი. თურმე ახალ - ახალი ღირსებების ამოუწურავი ზღვა ყოფილა ჩვენი ციან-ბარიუმი. აბა რას წარმოვიდგენდით, თუ ასეთი მეტამორფოზა შეეძლო; რომ გვდომოდა, ადრეც გავისეირნებდით ასეთნაირად, ეს სრულიად უჩვეულო რამეა, ჯერაც განუცდელი.
      სახე ოდნავადაც არ გალურჯებია ლაშას იმ დროისთვის, როცა ხომალდთან მივაღწიეთ. ჟანგბადი ჯერ კიდევ ოც წუთზე მეტ ხანს ეყოფოდა, მეც გამიარა ტკივილმა ნაღრძობ ფეხში. ხომალდის სათვალთვალო ნაკვეთურიდან ათი წამის ინტერვალით წითელი შუქი ინთებოდა. ისევ გრძელდებოდა სურათების გადაღება, აქ  ერთი აზრი დამებადა.
      - მოიცა, ჯერ ნუ ჩახტები, - შევაჩერე ლაშა, რომელიც უკვე აპირებდა ციან-ბარიუმის მკლავებიდან ჩამოფოფხებას, - ჯერ სურათები გადავიღოთ.
      ლაშა მაშინვე დამეთანხმა. მართლაც კარგი რამე იქნება ასეთი სურათები, დახედავ და გაგეცინება.
      როცა ყველა რაკურსში გადავიღეთ სურათები,, მერე ჩამოვხტით ციან-ბარიუმისმკლავებიდან. იმანაც მაშინვე დაიბრუნა თავისი პირვანდელი ზომები. სიყვარულით სავსე, აღფრთოვანებული თავლებით შესცქროდა ლაშა ციან-ბარიუმს; მართლაც ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ჩვენმა ნაირფერად მოლივლივე ძმაკაცმა. ფოტოსურათების დათვალიერებაც მაშინვე მოვინდომეთ. საგანგაშო არაფერი იყო, უკვე სახლში ვიყავით.
        აი, აქ კი გველოდა კიდევ ერთი სასწაული; თვალებს ძლივს დავუჯერე, როცა სურათებს დავხედე; ყველა სურათზე ჩვენს უკან, ციან-ბარიუმს რომ ვყავდით ჩახუტებული, რაღაც ნაკვალევი მოჩანდა. . . ეს ნაკვალევი ორი წვეთი წყალივით ჰგავდა იმ ფოტოსურათზე აღბეჭდილ ნაკვალევს, რაც პატივცემულმა პალეონტოლოგმა გამოგვატანა.
        - ეს რაღაა? - ძლივს ამოთქვა განცვიფრებულმა ლაშამ.
        მეც არანაკლებ დღეში ვიყავი. ამ უცნაურმა დამთხვევამ იმ სურპრიზზე ნაკლებად  როდი გამაოცა, ამდენხანს თან რომ გვდევდა მთელი მოგზაურობის მანძილზე. დინოზავრის ნაკვალევი იგივე ჩვენი ციან-ბარიუმის ნაკვალევი აღმოჩნდა. მის გაფართოებულ ტერფებს ზუსტად სამთითა ტერფის ფორმა მიეღო. ჩვენ სადღაც სხვაგან ვეძებდით დინოზავრს, ის კი თურმე ჩვენს გვერდით დააბიჯებდა. კიდევ კარგი, სურათები გადავიღეთ, თორემ ვინ იცის, იქნებ შეუმჩნეველიც დაგვრჩენოდა.
        დედამიწაზე დაბრუნებისას დავაზუსტეთ ყველაფერი. გამოირკვა, რომ ციან-ბარიუმს გამოცდა და იმ ექსპედიციის მიერ მთვარის რელიეფის დაზვერვა, რომლის გადაღებული ფოტოსურათიც პატივცემულ პალეონტოლოგს ჩაუვარდა ხელში, ერთდროულად მიმდინარეობდა. ყველაფერი უბრალო დამთხვევის ბრალი იყო. ამგვარად, ამ ბოლო საეჭვო დავალებასაც გავართვით თავი, ისევე ციან-ბარიუმის წყალობით. ჩვენი ციან-ბარიუმი იყო ყველაფერი: ყოვლისშემძლე, ყველაფრის მცოდნე, კოსმოსის რაინდი, სხივთა მფრქვეველი და,  დინოზავრიც ამავე დროს.
      ახლა, ერთი ისღა რჩებოდა, ყველაფერი პატივცემული პოლიენტოლოგისთვის შეგვეტყობინებინა, თან რაც შეიძლება მეტყველი ფორმით. ავიღეთ ერთერთი სურათი, რომელზეც მე და ლაშას, ციან-ბარიუმთან ჩახუტებულებს განსაკუთრებით გაბადრული სახეები გვქონდა. მთელი სიმაღლით გაჭიმულ ციან-ბარიუმს ზღაპრული ფერებით გაჰქონდა ლივლივი. ჩვენს უკან, პერსპექტივაში ნათლად ჩანდა დინოზავრის ნაკვალევი. სამთითა ღრმულები მიუყვებოდნენ ჰორიზონტისაკენ. დიდი მოწიწებით გავუგზავნეთ ეს სურათი პატივცემულ პალეონტოლოგს, წარწერით:  "კოსმოსური  დინოზავრი".
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს