ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2024


ღამე ჩქარი

ღამემ მიპასუხა დარდებს გაექეცი,
მაგრამ რავუყოთ რომ დარდი თავისი აქვს,
ღამის უსიტყვობით ღვინოდ დავიქეცი,
ღამეს სხვანაირი ღამის ხალისი აქვს,
ჩუმი მიწიერი დარდი მეფიქრება,
თანაც უენობით ასე დანამთვრალი,
სახეს სილაჟვარდე დილის ეფინება,
ღამე საყვარელში ისევ განაცვალი,
ჩუმი ამბორია ჩემი აჩრდილები,
ჩუმად გაიგონებს თორე ღამე დილას,
მთვარე ღამის ფერი დილის ნაშვილები,
თურმე მიწიერი სევდა დაირბილა,
მაგრამ უმიწობოთ ასე გალექსილი,
დღეა ვერაგი და დღედვე  სანოვაგე,
არ რას უქადის ტკბილად დაფესვილი,
როცა ისევ გეტყვის დღეს რომ გამოადგე,
მაშინ დაიღვრება დარი აისისა,
მაშინ ინატრებენ ლექსებს პოეტები,
მხიბლავს ღამის მსგავსი შუქი დაისისას,
და თან ძველებური შტრიხი სონეტების,
ეშხი მადლიანი ისევ ყოფილიყოს,
ღამის გარიგებას დღით არ მიიწევენ,
ყველა საღამური დღისთვის მოცლილიყოს,
თორემ მთვარიანი დილით მივიწყებენ,
ვარსკვლავს თვალიანად ეცა გაელვება,
ელვა-მეხიანი თეთრი ბილიკები,
თუ ცა იტირებს და ღამეს შეელევა,
მაშინ დღის საჩუქრად დარჩეს ქილიკები...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები