ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2024


  ჩამოტვირთვა

შარაგზის ოინები

სიცხემ დაგვტოვა სახამებლად ქურქი ჩავიცვით,
მე თუ ასე ვარ წარმოდგენით სხვასაც ვუცქერი,
ასე რომ წვიმდეს დასაბამსაც ისე დავუცდით,
თითქოს შარაზე გადავაგდე დღეს ეს ფურცელი,
ოინებს გზისას ისეთივე მადლი აქ თითქმის,
რამდენიც მისი შარაგზობის ხიბლის წყურვილი,
მეტყოდი ალბათ შარიანი გზები რომ ითქმის,
ვარ მე დღეს მარტო - ბედისწერის ჩუმი ყურმილი,
არა, მეტყობა, განაპირას გზებსაც ფეთიანს,
ჩემი ამბორი დასჩემდება ნაწვიმარ ქუჩებს,
ვამბობდი მართალს დაემსგავსა ბედი ბნედიანს.
ამბობდი ჩემსას და ვემთხვიე მე ჩუმ მაგ ტუჩებს,
შარაგზის ოინს დაარქმევენ ალბათ მართალნი,
და საყვედურად გაფენილი ჩემი ადათი,
ქალავ რად წახველ სასხვაფეროს. ბედთან წამხდარნი,
ქვეყანა წუხდა,გურიის მთებს ხეთქდა წარმართი,
ჩემო სალხინოვ ტუჩებია გადაშენება,
რომ მისმა სიტკბომ არამზადა ისევ დამარქვა,
სახლი ავაგე დაემსგავსა მან მოშნებას,
ცოცხალი სახლი ნახეტების სხვისი ქარაგმა,
მე შენ და დილა ერთიანად მაშინ გიგლოვეთ,
რომ გათენება არა მსურდა მე იმ სიზმრიდან,
ეს დეკემბერი წვერ-ულვაშის, ქუჩას ვეთხოვეთ,
და შეიჭედა სამართალი მუხის ფიცრიდან,
სახლის სიმშვიდე მომენატრა ჩემო ქვეყანავ,
იმ სახლის სწორედ სადაც სიტყვა სიყვარულია,
მე ამ ლექსებით უსიტყვობა შემომეჭამა,
და სამართალიც უსიტყვობის გაყიდულია,
სიყვარულს გავდით,სტუდენტია სამიზნე ახლა,
რომ პარტიული სიდუხჭირე ანაზდეული,
წითელი შუქი,ლურჯი სხივით ყოფილა ფარჩა,
და მიგებება ტანსაცმელი გადახეული,
სიყვარულს გავდი ოინები არა ვიკმარე,
ქუჩის იმ ტუჩებს კოცნიანად სიტყვა ეწადა,
მინდოდა სიტყვა, სამართალი მისი ვიწამე,
ფიქრობდა ქალი სიყვარულში გამომეცადა,
ახლა მე მთვრალად დაწერილი ამ ჩემ დარაბებს,
სიჩუმე ახლავს და სიშორე მწარე ჩვენება,
ასეთს და მართალ კარიბჭეებს სიტყვა არ აღებს,
სიტყვა რომ წამად სწორედ ესა სხვა მოჩვენება,
ქუჩას და ქუჩებს დავუყვები შენზე ფიქრებით,
ახლა მე წადილს უმანკო და ვუწოდე თალხი,
თუ მხოლოდ სიტყვა დამიჯერე ასე ვიქნებით,
დაშლილი ბევრჯერ,უხეირო და სევდის ხალხი.
ახლა მე დავრჩი,ახლა ისევ სიტყვა ვიწამე,
და ჩუმი ელდა გულისპირთან ზეცას მიაწყდა,
თუ ვეღარ გითხარ ალბათ მჭამა იმ დღეს მიწამ მე,
ეს დროა ახლა, ოინებს კი ძაღლიც მიაკვდა...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები