ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2024


შემოდგომის მოტივებზე

შემოდგომა დასეირნობს ახლა ქუჩებში
და სულს უბერავს გამხმარ ფოთლებს
                                                ხეზე შერჩენილს.

მე ვუყურებდი წვიმას, რომელიც
                გადაღებას არ აპირებდა -
ჩემი ლოდინი ბაყაყივით იჯდა გუბეში.

შემოდგომობით ჩემი სულის ყველა იმედი
ისე ირღვევა, როგორც ხეებზე
                                    ყვითელი კაბა.

ჩემოეხა ქარი ტოტებზე -
გაშიშვლებული ხელის მტევნები
                                    ამოწვდილი იყო მიწიდან
უამრავი გაფარჩხული, გრძელი თითებით.

შემოდგომა, მოგონებებით მთვრალი სეზონი
იჯდა ღამეში და მღეროდა
ფერმკრთალი მთვარის სევდიან ხმაზე.

ნუ დაარქმევ ჩვენს გრძნობას სახელს -
როგორც ფრინველი უსახლკარო და დაღალული
გზადაგზა კლდეებს ჰკიდებს იმედებს,
მომეცი ნება, ცოტა გავთბე შენს დიდ ბუდეში,
შეიფარე შემოდგომის დაღლილი ბავშვი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები