ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
3 დეკემბერი, 2024


მოსე, ამენჰოტეპ I, სეზოტრისი და საქართველო

  მოსე, ამენგოყეპ I, სეზოტრისი და საქართველო
(ამონარიდი ,,ფესტოსის დისკოს წაკითხვის სესახებ’ კვლევიდან) 
 
ავტორები: ალექსანდრე და თემური                         
               
                                                          წინათქმა
,,ფესტოსის  დისკოზე“ მუშაობისის პროცესში,  იმდენად ღირებულ ინფორმაციაზე შევძელით წვდომა,  ჩვენი ცნობიერება და წარმოდგენები წარსულსა და მომავალზე სრულიად შეიცვალა. სამყარო სინგულარული გახდა, დრო კი კოლაფსირდა, ხოლო გონი, ასიმეტრიულმა აზროვნებამ მოიცვა. ირეალურსა და რეალურს შორის არსებული სამანი წაშალა, ერთ სუბსტანციად შეიკრა, ორი - გამოღმითა და გაღმითა ნაპირით. გამოღმიდან რომ ჩანს გაღმა ნაპირი, მაგრამ არ იცი იქ რა ხდება, ბუნდოვანება მეტია, ვიდრე სიცხადე, თუმცა შესაძლებლობა იმ ნაპირზე გადასვლისა რჩება.
მოგვიტეოს ყველამ, ვინც ჩვენს ,,სარკაზმში“ საკუთარ თავს იგულისხმებს, მიტევება ქრისტიანული მორალის შემადგენელია!

ეს, თქვენი ბედისწერაა, იქ დგახართ, სადაც დგახართ, შესაძლებლობების ფართე დიაპაზონით. ეს ჩვენი ბედისწერაცაა, იქ ვდგავართ, სადაც ვდგავართ, შესაძლებლობების ძალიან მცირე მოცემულობით, მაგრამ უმთავრესი განსხვავებით - ჩვენს თავს ვეყუდვნით! ... 


                                                          უფლის მიწა
ისევ გავიხსენოთ ლეგენდა, უფლის მიერ ბოძებულ მიწაზე - განაწილებაზე რომ დააგვიანეს ჩვენმა წინაპრებმა. უფალმა მადლი გაიღო და ქართველებს საკუთარი საუფლო გვიბოძა დედამიწაზე. ის ადგილი, სადაც დღესაც ვსახლობთ.

ჩვენ, აგრეთვე განვიხილეთ აღთქმული მიწის შესახებ საკითხიც, თუმცა არასიღრმისეულად, მხოლოდ ისტორიის გაყალბების კონტექსტში, ოღონდ მცირედი არგუმენტირებით.

თემა იმდენად მნიშვნელოვანია, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, როგორც იტყვიან: საკითხი ძირფესვიანად გამოგვეკვლია.

ისტორიკოსთა ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოში ებრაელი ერის შემოსვლის ყველაზე უადრესი თარიღი უნდა განეკუთვნებოდეს ძ.წ. მე-8 საუკუნეს. შემდეგი კი ნაბუქოდონოსორ II - ის მეფობის პერიოდს და ა.შ. თუმცა ჩვენი ვერსიით ეს შემოსვლა გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისში, თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით.

აღნიშნულის თქმის შესაძლებლობას გვიჩენს სხვადასხვა ისტორიული წყაროებისა და ბიბლიური ჩანაწერების ურთიერთშედარებითობა, რის შედეგადაც ჩვენს ხელში აღმოჩნდა უტყუარი ფაქტების ერთობლიობა, რამაც მართებულ დასკვნებამდე მიგვიყვანა. ეს არ მომხდარა კვლევის ერთიანი, თანმიმდევრობითი პროცესის წარმართვისას.  მოხდა, ამ საკითხებთან მიმართებით ნაწილ-ნაწილ მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის შეჯერების ხარჯზე. ჯერ კიდევ ,,გრაკლიანი გორის“ დამწერლობითი არტე-ფაქტების გაშიფვრაზე მუშაობისას.  გარკვეული ინფრომაცია, თუმცა არაპირდაპირ ბმაში გაშიფვრის პროცესთან, ოღონდ მოძიებული იმის გამო, რომ ეხებოდა ჩვენს ქვეყანასა და აღნიშნულ ეპოქას, ავიღეთ აქედან, სხვები, ასევე ჩვენი სხვა ნაშრომებიდან, შევაჯერეთ, გავამყარეთ არგუმენტებით და ,,დაფარულს“ ფარდა ავხადეთ. გაგვაოგნა გაყალბების ფაქტებმაც და მასშტაბებმაც.

გავიხსენოთ, რას ეუბნება მოსე თავის ხალხს აღთქმულ ქვეყანაზე: ,, აჰა, ეგერა, მიმიცემიეს თქუენდა ქუეყანა იგი, შევედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაი იგი, რომლისათვის ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს და ნათესავსა მათსა შემდგომად მათსა.  გეტყოდე თქუენ და გარქუ მას ჟამსა შინა, ვითარმედ ვერ დაგითმო თქუენ მარტომან, რამეთუ უფალმან ღმერთმან თქუენმან განგამრავლნა თქუენ და აწ  ეგერა, ხართ თქუენ, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი სიმრავლითა“ (მეორე რჯული, 1;7-9).

გავიხსენოთ ესეც: ,,რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ: იგულეთ, რამეთუ მოგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან წინაშე პირსა თქუენსა ქუეყანა ეგე მათი, შევედით და დაიმკვდრეთ, ვითარცა გრქუა უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან: თქუენ ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით. და მოვედით ჩემ წინაშე და სთქუთ: წარავლინნეთ კაცნი წინასწარ ჩუენსა და მოვლონ, მოისტოვრონ ქუეყანაი იგი და მოვიდენ, მოგვითხრან ჩუენ საზომი გზისაი მის, რომელსა აღვიდეთ, და ქალაქთა მათ, რომელთა შევიდეთ, დამკვიდრებად მათ შინა“ (მეორე რჯული, 1; 21-22).

შემდეგ მოსე განაგრძობს: ,,და თქუენ არა ინებეთ აღსლვაი, არამედ ურჩ ექმნენით სიტყუასა მას უფლისა ღმრთისა თქუენისასა. და სდრტჳნევდით ბანაკსა შინა თქუენსა და იტყოდეთ: რამეთუ ვსძულდით ჩუენ უფალსა, ამისთვის გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანისა მისგან ეგვიპტელთაისა მიცემად ჩუენდა ხელთა ამორეველთა, რათა მოგუსრნენ ჩუენ“ (მეორე რჯული, 1;26-27).

მოსე საყვედურობს თავის ხალხს ღმერთის გმობის გამო და შეახსენებს მათ იმასაც, რომ აღთქმულ ქვეყანაში შესვლა რატომაც არ ისურვეს, რისთვისაც დაისაჯნენ.

,,და შეესმა უფალსა ხმაი სიტყჳსა თქუენისაი და განრისხნა, ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაი იგი კეთილთაი, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთა, გარნა ქალებ, ძემან იეფონისმან, იხილოს იგი და მას მივსცე ქუეყანაი იგი, რომელსა მიიწია და შევიდა, და შვილთა მისთა, რამეთუ სათნო ეყო უფალსა. და ჩემთვისცა განრისხნა უფალი თქუენ გამო და მრქუა მე: ვერცაღა შენ შეხვიდე მუნ, გარნა ისო, ძე იგი ნავესი, მსახური იგი შენი, იგი შევიდეს ქვეყანასა მას აღთქუმისასა, გარნა ძლიერი იგი, რამეთუ მან დაუმკვიდროს იგი ისრაჰლსა და ერისა თქუენისაგანმან” (მეორე რჯული 1; 34-38).

მაშასადამე, მოსესა და მის ხალხს უფალი ეუბნება, რომ ქალებ იეფუნეს ძის გარდა, ვერავინ შევაო მის მიერ აღთქმულ ქვეყანაში, მხოლოდ ის იხილავსო მას. ასევე იხილავენ იმ ქვეყანას მისი შვილებიცო, რომელიც ქალებმა მოიარაო, რადგან უფლის ერთგული იყოო. ანუ, ქალებ იეფუნეს ძემ მოიარა საქართველოს ტერიტორია, მოსეს მიერ აღთქმული ქვეყნის მოსანახულებლად წარგზავნილთა შორის გახლდათ იგიც.
ასევე, უფალი ამბობს შემდეგსაც: ამ უკეთური მოდგმიდან ვერავინ იხილავს იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვიო, ანუ ქალებისა და მისი შვილების გარდა, დანარჩენი ვერავინ  იხილავსო აღთქმულ ქვეყანას. მერე კი მიმართავს მოსეს: იესო ნავეს ძე, შენს წინაშე რომ დგას, შევაო იქ. გაამხნევე, რადგან ის დაიმკვიდრებს მას ისრაელისთვის.

აქ, მცირე წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან ტექსტების შინაარსი. თუ ქალებისა და მისი შვილების გარდა ვერავინ იხილავდა აღთქმულ ქვეყანას, იესო ნავეს ძე დანარჩენ ხალხთან ერთად, როგორ შეძლებდა იქ შესვლას? ღმერთმა ხომ ,, ფუცა და თქუა: ვერვინ იხილოს ამათ კაცთაგანმან ქუეყანაი იგი კეთილთაი, რომელ ვეფუცე მამათა თქუენთაო (მ.რ. 1; 35)?

სავარაუდოდ, იესო ნავსეს ძესთან მიმართებით, საუბარია არა იმ აღთქმულ ქვეყანაზე, რომელიც იხილა ქალებმა, არამედ ახალ ტერიტორიაზე (ქვეყანაზე), რომელსაც დაიპყრობდა ნავესი და იქ დაამკვიდრებდა თავის ხალხს, რადგან, კიდევ ერთხელ განვმეორდებით: მათ, რომლებიც იესო ნავესის ძესთან ერთად შევიდნენ იერუსალიმში, ღმერთი აღთქმულ ქვეყანაში არ შეიყვანდა. ეს, რომ ასეა, ამას ქვემოთ მოგახსენებთ.

ახლა კი გავიხსენოთ აღთქმული ქვეყნის შესახებ ცნობები: ,,რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი დიან მთათა და ველთა,  ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას ვენახოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა, ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი (მ.რ. 8; 7-9).

მდინარეებითა და წყაროებით დავიწყოთ: ასეთი ბუნებრივი პირობები ისრაელში არ არსებობს. მთად და ბარად მდინარეები და წყაროები მოედინებიანო, ეს ხომ არათავსებადი ცნობებია აღნიშნულ ტერიტორიასთან მიმართებით? სამაგიეროდ მიესადაგება საქართველოს ტერიტორიას, მთებით, ველებით, მდინარეებითა და წყაროებით, მათი რაოდენობით, მრავალფეროვნებითა და სიუხვით.

შემდეგი:  ეს არის ასევე ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, ბროწეულისა და თაფლის ქვეყანაო, თუმცა თანამედროვე ქართული ბიბლიური ტექსტის აღნიშნულ  ჩამონათვალში, გვხვდება, აგრეთვე ზეთისხილიც, რომელიც წარმოდგენილია ბერძნულშიც და თანახშიც, ამიტომ ზეთისხილი ჩვენც სარწმუნოდ მივიჩნიოთ.
თუ არ ჩავთვლით სწორედ ამ უკანასკნელს - ზეთისხილს, დანარჩენი მცენარე ენდემურ სახეობებს არ წარმოადგენს. იგივე ითქმის თაფლზეც.

შევუდგეთ ჩამონათვალში მოცემული სახეობების სათითაო განხილვას:

- ხორბალი და ქერი. მოკლედ გავიხსენოთ მათი წარმოშობის ისტორია. ხორბლის 27 სახეობიდან 14 ქართულია. ამათგან კი 5 ენდემურია. ხორბლის დანახშირებული მარცვლები აღმოჩენილია სამარხებში, კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას (ძვ.წ. V-IV ათასწლეოლი). ხოლო, რაც შეეხება ქერს, ეს საკითხი ვრცლად გვაქვს განხილული ჩვენს კვლევაში ,,გაშიფრული უძველესი ქართული წარწერები“ და წარმოგიდგენთ ამონარიდს:

,,ქერი უძველესი ქართული მცენარეული კულტურაა. ველურად იზრდებოდა კავკასიაში.  ბერძნულად (κρῑθή), ლათინურად  (Hordeum L.). სულხან-საბა - ქრთილი; 
თანამედროვე მეცნიერთა შორის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი ქერის კულტურასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი თვლის, რომ გაზაფხულის ნათესია ქერი, ხოლო შემოდგომისა კი ქრთილი, თუმცა ივ. ჯავახიშვილი ამ  აზრს არ ემხრობოდა და, თვლიდა მათ ერთ სახეობად. მას არგუმენტად მიჰყავდა  ლათინური hordeum და  ბერძნული  (κρῑθή)  კრი - კრითე ანუ  ქართული გამოთქმით - ქრი  (ქრითე). დასახელებები. ამ ენებში ქერი ერთი სახელითაა ცნობილი.

აქვე,  გავუსვამთ ხაზს იმ გარემოებასაც, რომ ბერძნულ ენაში არ არსებობდა ასო-ნიშანი ,,ქ“ და ის, როგორც ,,კ“ ისე გამოითქმებოდა.

ო. კახაძის აზრით კი  ,,ქრთილი“ შედგენილია ორი -  ,,ქრ“ (ქერ) და ,,თილ“ სიტყვისაგან, რომელიც სახეცვლილი ერთ-ერთი პურის ჯიში -  დოლია ((კახაძე ო. გამოც. 1987 გვ. 48).

მაშასადამე,  ,,გრაკლიანის ლარნაკზე“, სარწმუნოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს წარწერა მართლაც ქერს აღნიშნავს და მოცემულია მისი საწყაულებრივი, ანუ განზომილებითი ინფორმაციაც. ამასთან, ძვ.წ. მე-10 საუკუნეში ქერს ალბათ მართლაც ,,ქრ“ ერქვა და მას არ ჰქონდა კომპოზიტი  ,,თილ“. 

ქერთან ერთად თილ-ის ანუ დოლ-ის შერწყმა და ერთ სიტყვად -  ,,ქრთილ“-ად  ჩამოყალიბება, სავარაუდოდ  მოხდა მოგვიანებით, როცა ჩვენმა წინაპრებმა გამოიყვანეს ხორბლის ეს ჯიში - დოლი ან დაიწყეს მასთან ერთად ქერის დათესვაც.  ე.ი. ქრთილს თესავდნენ  დოლის ხორბალთან ერთად, ანუ იმ პერიოდში, როცა ითესებოდა ქერიც. და ამგვარად არჩევდნენ ქერის ერთ სახეობას მეორისაგან, რა თქმა უნდა, თუკი ასეთი არსებობდა ან შესაძლებელია დოლის ხორბალს სხვა ხორბალისაგან, თუმცა, როგორადაც  უნდა  ყოფილიყო. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ქერს ჩვენი უძველესი წინაპრები უწოდებდნენ ,,ქრ“ -ს,  ე.ი.  ქ(ე)რ-ს;  ხოლო, ძველი ბერძნები კი  ,,კრი“ - კრითე -ქრი - ქრითე -ქრთი(ლ)ე - ქრთილი.

ჩვენი აზრით, ბიბლიური  ,,შინყარი“, ,,სენაარი“ დაკავშირებული უნდა იყოს ქერთან, რომელსაც შუმერები თავთავით გამოსახავდნენ. მოვიტანოთ ქერის განმარტება შუმერული ლექსიკონიდან (ვერსია 3.0 ჯონ ა. ჰალორანი; Sumerian Lexicon Version 3.0 by John A. Halloran).

Še ... ñar: to sow barley; to buy with barley ('barley' + 'to deliver, deposit')
še...ñar:  ქერის დათესვა; ქერით ვაჭრობა (ქერი + მიწოდება, შეტანა);
š - (შ) ან (ს)
še - (შე) ან (სე)
še - ქერი
ñ - (ენე) ან ŋ - (ნა)
ñar - ენეარ ან - ნაარ
še - ქერი; ñar –  დათესვა, ყიდვა (მიწოდება, შეტანა);
še - ñar - შე - ენეარ - შე - ნაარ - სე - ენეარ - სე - ნაარ
გამომდინარე  še...ñar:-ის  მნიშვნელობიდან  (ქერის დათესვა; ქერით ვაჭრობა; ქერი + მიწოდება, შეტანა), წარმოგიდგენთ ვერსიებს:
ქერის დათესვის ქვეყანა;
ქერით ვაჭრობის ქვეყანა;
ქერის მიწოდების ან შეტანის ქვეყანა;

ქერის ქვეყანა სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო საქართველოს ტერიტორია. კავკასიაში ქერი ველურად იზრდებოდა, მისი მოხმარება უძველესი დროიდან დაიწყო ადამიანმა. მისგან პირველი ლუდიც დაახლოებით 11,0 ათასი წლის წინ მოხარშეს, ოღონდ არა შუმერებმა, ნატუფიელებმა”.

- ვენახი (ვაზი). ეს კულტურა, რომ ქართული ენდემური ჯიშია, ამაზე უკვე არავინ დაობს. ამ საკითხზეც წარმოგიდგენთ ამონარიდს ჩვენი წიგნიდან ,,უძველესი ქართული სამზარეულო“:

,,საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ჩასახვა ნეოლითის ეპოქაში მოხდა. ამაზე მიუთითებს მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ფაქტი. ამ მხრივ საყურადღებოა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, მარნეულის ველზე აღმოჩენილი ყურძნის წიპწების ასაკი - ძვ. წ. მე-7 ათასწლეული. ეს წიპწები განეკუთვნება ენეოლითის პერიოდს და ასეთი არტე-ფაქტი არ არის გამონაკლისი. დიხა-გუძუბაშში ანაკლიის ტერიტორიაზე, ასევე იქნა აღმოჩენილი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკიც მცირედით, სულ რაღაც ათასი წლით ახალგაზრდაა.

2007 წელს მარნეულის ველზე, ნამოსახლარის ახალი გათხრების შედეგად ისევ იქნა აღმოჩენილი ვაზის რამდენიმე წიპწა. ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს წიპწები ვაზის კულტურულ სახეობას - Vitis Vinifera Sativa-ს მიეკუთვნებოდა. ხოლო თიხის ჭურჭლის ერთ-ერთი ფრაგმენტის ქიმიურმა ანალიზმა გამოავლინა ღვინის მჟავას კალციუმის მარილის კვალი, რომელსაც ღვინო ან ყურძნის წვენი (ბადაგი) შეიცავს. 

არქეოლოგიური აღმოჩენები კიდევ უფრო გაამდიდრა თანამედროვე ვაზის ჯიშების პირველი წინაპრის აღმოჩენამ. საქართველოში მიაკვლიეს ველური ვაზის ჯიშს - კრიკინას, რომლის მეცნიერული შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ იგია ყველა ვაზის წინაპარი ... გარდა ამისა, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიც გაკეთდა. უძველესი ქვევრები, მარნები, საწნახლები, თიხის, ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ფიალები მოპოვებულია ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში.

ამათგან საყურადღებოა ალაზნის ველის ძვ.წ. აღ III-II ათასწლეულის სამაროვნები. ბაგინეთის (მცხეთის რაიონი) ძვ. წ. აღ. IV-III ათასწლეულის კერამიკული ჭურჭელი, მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები, ვარძიის ორმაგკედლიანი ქვევრი (ხვდებით ალბათ, პატივცემულო მკითხველო! ეს რასაც ნიშნავს - პირველ თიხის თერმოსს) და სხვ.

ყველაფერ ამას, ერთგვარ გვირგვინად თავზე ადგას წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი - სიწმინდე ქართული სარწმუნოებისა, რომელიც ასევე გახდა ერის იდენტიფიცირების სიმბოლო.

უფრო მნიშვნელოვანი და ეპოქებში გამოტარებული, სხვა რა უნდა დაგიტოვოს შენმა წინაპარმა, ვიდრე ვაზი და ღვინოა? ... რამდენად საამაყოა ეს ფაქტი! ...“

- ლეღვი ...  ვიდრე მასთან დაკავშირებით მოგაწვდით ინფორმაციას, აუცილებლად ხაზგასასმელია შემდეგი: საქართველო, როგორც ფლორისა და ფაუნის ბევრი სახეობის სამშობლო,თითქმის არცერთ შესაბამის ლიტერატურაში - ელექტრონულში, ანდაც მატერიალურში, შესაბამისად არ არის წარმოდგენილი, თუ არის, ისიც ჩამონათვალის  ბოლოში, სხვებზე, ე.წ. დანამატის სახით ან ზოგადი განმარტებით - დასავლეთ აზია, ანაც შავიზღვისპირეთი და ა.შ.

ეს ტენდენცია, ჩვენ ხორბალთან დაკავშირებითაც შევამჩნიეთ. 27 სახეობიდან 14 ქართულია, აქედან კი 5 სახეობა არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხარობს, მაგრამ იმ შემთხვევაში თავი შევიკავეთ, ერთეულ უზუსტობად მივიჩნიეთ. ახლა კი ამას არ გავაკეთებთ, რადგან თანამედროვე დროშიც ,,მშვენივრად“ გრძელდება გაყალბებისა და ტყუილების პროცესი. ცნობილი რუსი მეცნიერი ნიკოლაი ვავილოვი თვლიდა, რომ ამიერკავკასია უნდა განხილულიყო ლეღვის  წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთ ცენტრად, რადგან მისი მოშინაურების ყველა ფაზა ჩანდა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს ველური, გარდამავალი და თანამედროვე მეხილეობაო ... სხვა, მრავალ წყაროში, არცერთი სიტყვა საქართველოზე - სამხრეთ კავკასიის გულზე. საინტერესოა, ვის რაში სჭირდება ამგვარი სიყალბე? ...  ბრმას ცოლი რომ მოუკვდა, არ ვუთხრათო!... ამ იუმორს გვაგონებს ეს ფაქტი.

- ბროწეული. ისევ ვავილოვი, რომელმაც დაადგინა კულტივირებული მცენარეების წარმოშობის ცენტრები. იგი ბროწეულის კულტურის გაჩენას უკავშირებს კულტივირებული მცენარეების წარმოშობის დასავლეთ აზიურ ცენტრს. მოიცავს შიდა აზიას, ამიერკავკასიას, ანუ მათ შორის საქართველოს, ირანს და მთიან თურქმენეთს. სწორედ აქ არის თავმოყრილი ველური ბროწეულის და კულტურული ფორმების უდიდესი მრავალფეროვნება.

ბევრი მკვლევარი, მაგ: ა.დეკანდოლი, ამბობდა, რომ ბროწეულის კულტურის წარმოშობა უნდა მიეწეროს ყველაზე შორეულ პრეისტორიულ საუკუნეებს.
სხვადასხვა ისტორიული და სალიტერატურო წყაროები მიუთითებენ, რომ ბროწეულის თანამედროვე ფორმები წარმოშობილია აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან და მასთან ახლო მდებარე ტერიტორიებიდან. საქართველო კი, არამარტო აღმოსავლეთ ამიერკავკასიასთან ახლო მდებარე“ ტერიტორიას წარმოადგენდა უძველეს საუკუნეებში (ძვ.წ. 28- ს.), არამედ თავად იყო მთელს სამხრეთკავკასიაში ძლევამოსილი ქვეყანა, ორ ზღვას შორის მდებარე.

- ზეთისხილი. საქართველოში ამ მცენარის 60-ზე მეტი ჯიში არსებობდა. უცხოურ წყაროებში აქა-იქ ეს ინფორმაცია მითითებულია. მისი წარმოშობა უკავშირდება სამხრეთ კავკასიას, ირანის მაღალმთიანებამდე, სირიისა და პალესტინის ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე.

- თაფლი. საქართველოში, კერძოდ, ბორჯომის ტერიტორიაზე (საკირე) აღმოჩენილ სამარხში, მიაკვლიეს დაახლოებით ხუთიათასი წლის წინანდელ თაფლს, მოთავსებულს თიხის ჭურჭელში.

ეს თაფლი ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილ თაფლზე უფრო ძველია, რომელიც ყველაზე უხნესად ითვლებოდა აქამდე.

თაფლის შესახებ ცნობები მოიპოვება ქსენოფონტესა და სტრაბონის ისტორიულ მასალებშიც, რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოში. მართალია, მოგვიანებითი საუკუნეებია, ვიდრე მოსეს პერიოდი, მაგრამ საერთო სურათის შესაქმნელად, სრულიად შესაბამისია.

- რკინა. კავკასიასა და ზოგადად ანატოლიაში, რომლის შავი ზღვის აუზის  სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სახლობდნენ ხალიბები,  რკინის ხანის დასაწყის პერიოდად ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს ძვ.წ. 1200 წელს, თუმცა კაცობრიობა რკინის ნაკეთობებს უფრო ადრინდელ ეპოქებშიც ქმნიდა.. ეს იქნებოდა მეტეორიტული (რკინის მძივები. ძვ.წ. 3200 წ.) თუ მადნეული (Kaman-Kalehöyük ძვ.წ. 2200-2000 წ.წ.)  წარმოშობისა.

Kaman-Kalehöyük-ის არქეოლოგიურ პროტოხეთურ ფენაში აღმოჩენილი რკინის ფრაგმენტები, ტერიტორიულად ხალიბთა განსხლების ადგილებიდან, არც ისე შორს მდებარეობს. ამასთან, ურეკში, მთელი სანაპირო ზოლი დაფარულია ე.წ. მაგნიტური ქვიშით, რომლისაგანაც ამ ახლო პერიოდში, გამოდნობის შედეგად მიიღეს რკინა. სავარაუდოდ, ჩვენი წინაპრებიც ამ ქვიშას რკინის გამოსადნობად იყენებდნენ. შესაბამის ღუმელში, ასევე შესაბამის ტემპერატურამდე აიყვანდნენ და გამღვალ ნადნობს სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ.

- სპილენძი. აღნიშნული ლითონის საბადოემიც არაიშვიათად გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე. მეტიც, კალასთან მისი შენადნობი წარმოადგენს რვალს (ბრინჯაოს), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს მეტალიც მოიპოვებოდა უძველეს დროში საქართველოს ტერიტორიაზე.

სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო მდებარეობს მადნეუილის ტერიტორიაზე (ბოლნისი). სპილენძის საბადოები ასევე მდებარეობდა ოფიტარა-ოყურეშის ტერიტორიაზე (ცაგერი) და ა.შ. ლითონის სადნობი ღუმელები აღმოჩენილია ჭიქელაშის, ოყურეშის, შავბინულას და ა.შ ტერიტორიებზე.

          დამატებითი ინფორმაცია განსჯისათვის
მოსეს წარგზავნილები როცა უკან დაბრუნდნენ, ასეთი ამბავი ჩამოიტანეს: ,,მივიდეთ ჩუენ ქუეყანასა მას, რომელსა მიმავლინენ ჩუენ ქუეყანასა, მდინარესა სძისა და თაფლისასა, და ესე არს, ნაყოფი მისი. არამედ ფიცხელ არს ნათესავი იგი, რომელი მყოფ არს მას ზედა და ქალაქნი ძნელ და მოზღუდვილ და დიდად, და ნათესავიცა ენაკისი ვიხილეთ მუნ “ (რიცხვნი 13; 28-29).

შემდეგ ქალებმა გააჩუმა თავისიანები და თქვა: ,, და დაადუმა ქალებ ერი იგი მოსესა მიმართ და ჰრქუა მათ: არა, არამედ აღსლვით აღვიდე და დავიმკვდროთ ქუეყანა იგი, რამეთუ შეძლებით შეუძლოთ მათ. და კაცნი იგი, რომელნი აღსრულ იყუნეს მის თანა, თქვეს: არა აღვიდეთ, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ აღსლვად ერისა მის, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა არიან ფრიად. და განთქუეს გმობაი მის ქუეყანისაი, როელ-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა და იტყოდეს: ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანაი იგი შემჭამელი მკვდრთა მისთაი არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ, მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ. და მუნ ვიხილეთ გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე (რიცხვნი 13; 31-34)“.

მათი ქალაქები ზღუდეშემოვლებულია და მრავალრიცხოვანიო, კალიებს ვგავდითო მათ წინაშე, ჰასაკგრძელნი არიანო, ანუ დიდ ასაკამდე ცხოვრობენო ... ვერ მოვერევითო, მათ ქვეყანას ვერ დავიპყრობთო.

ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ქალაქების შეუვალობა, მათში მცხოვრები ხალხის ერთგვარი საერთო პორტრეტიც კია აღწერილი: გმირები, ხანგრძლივად მცხოვრებნი, ახოვანნი.

ვისც არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, არ იცნობს მის ისტორიას, არ ჰქონია შეხება ქართველთან, როგორც ეთნიკურ ინდივიდთან, ტრადიციებთან და ა.შ. ის,  გეოგრაფიული თუ ბუნებრივი პირობებით, ასევე ყველა სხვა მახასიათებლით, ზემოთ წარმოდგენილ აღთქმულ მიწას, პირდაპირ, თუნდაც ირიბად, ვერ გააიგივებს ქართლოსიანთა ქვეყანასთან, მაგრამ პირიქით - ყველანი.

          ჩვენი ვერსია
გავიხსენოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა (2008 წელი. ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში). მწყემსებმა იპოვეს გიგანტური არსების ძვლები, რომელთა შემდგომმა კვლევამ დაადასტურა, რომ ისინი HOMO SAPIEN-ს ეკუთვნოდა. ძვლების ასაკი დაახლოებით 25,0 ათასი წლით განისაზღვრა, თუმცა რა მეთოდით, ჩვენ ვერსად მივაკვლიეთ.

  ასევე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა მოხდა შირაქის ველზე - დიდნაურის ნაქალაქარი. მისი ასაკი დაახლოებით ძვ.წ.  მე-13 საუკუნეა.

არქეოლოგებმა მიაკვლიეს სხვადასხვა არტე-ფაქტებს. იარაღს, თიხის ნაკეთობებს, საბეჭდავებს და ა.შ. სამაროვნებში აღმოჩნდა ადამიანების ძვლები, რაც ჩვენს  შემთხვევაში, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ, სხვა უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებზე აქ არ ვფოკუსირდებით.

სავარაუდოდ ამ ადამიანთა სიმაღლე ორმეტრამდე უნდა ყოფილიყო. მართალია ეს არ გახლავთ გოლიათური, მაგრამ ზოგადად, ადამიანისთვის არადამახასიათებელი სიმაღლეა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. საშუალო სიმაღლის ადამიანის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ  მოსეს წარგზავნილებს ,,კალიებივით ვჩანდითო“, რომ განაცხადეს.

გოლიათი ადამიანების შესახებ ინფორმაცია გვხვდება სვანურ ზღაპრებსა და მითებშიც. თავად მოგვისმენია, იმერულ-სვანური წარმოშობიდან გამომდინარე, ბებეს ზღაპრები ასეთ ადამიანებზე. ასევე ბაბუა მელიტონ გაბიანისაგანაც. ადგილსაც მიგვითითებდა სოფ. შკედის სიახლოვეს, ჭითხაროს მთის კალთებზე.

ახლა კი, მთავარი: მოსეს წარგზავნილები, კონკრეტულად ქალები, საქართველოში სავარაუდოდ შემოვიდა შავი ზღვის სამხრეთის მიმართულებიდან (სამხრეთი ანატოლია), თანამედროვე ბორჯომის ტერიტორიაზე, საიდანაც მიაღწია კახეთამდე და ასევე დიდნაურამდეც.

ძვ.წ. მე-13 საუკუნეში, პლუს-მინუს რამდენიმე საუკუნე, საქართველო რომ ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, გადაშლილს ქართველთა (გურგანიის) ზღვიდან (კასპიის ზღვა) შავ ზღვამდე (პონტოს ზღვა), ეს საკითხები საფუძვლიანად და არგუმენტირებულად, განხილული გვაქვს ამ ნაშრომშიც და ,,გაშიფრულ უძველეს ქართულ წარწერებშიც“.

გზად მრავალი ღელე, წყარო თუ მდინარე შეხვდებოდა ქალებს. ალბათ ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან კიდეც მიიღო ინფორმაცია აქაური ბუნების შესახებ, მცენარეებზე, მოსავლიანობაზე და ა.შ. მათი ნაყოფის რაღაც ნაწილიც ჩაუტანა კიდეც მოსეს ფაქტად თუ ნიმუშად.

რა გვაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას? ზემოთ განხილული ფაქტები (მაღალი ადამიანები, ციხე-სიმაგრეები და დიდი, ქალაქის ტიპის დასახლებები, ვაზი, ხორბალი და ა.შ), ასევე, თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობები, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ.
,,წელთა დასაბამითგან სოფლისა ბერძულითა რიცხვთა 4023, რომაულითა იულიოსის რიცხვთა 3228, ქართულსა ქორონიკონს მეერვისა მოქცევისასა 395, მოუვიდა ქართლოსიანთა ამბავი, რომელ ისრაილთა, განვლესო ზღუა მეწამული მოსეს მიერ; მაშინ მამასახლისთა და ყოველთა მათ წარმართთა ერთა ივერიისათა აქეს ღმერთი ისრაილისა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 81-82).

გამოვთვალოთ ქართული ქორონიკონით, იგივე იქნება ბერძულითაც და რომაულითაც, მეწამული ზღვის გავლის წელი, მოსესა და მისი ხალხის მიერ და მივუსადაგოთ თანამედროვე კალენდარს.

7მოქც. X 532 = 3724. ამ რიცხვს დავუმატოთ მეერვე მოქცევის 395, რაც ტოლია 4119 წლისა. ახლა, ეს რიცხვი გამოვაკლოთ 5604 წელს, სოფლის დასაბამს. მოგვცემს შემდეგ მონაცემს: 5604 – 4119 = 1485 წელს, ანუ ძვ.წ. 1485 წელს. მაშასადამე, ამ წელს მოუვიდათ ამბავი ქართლოსიანებს, რომ მოსემ და მისმა ხალხმა განვლო მეწამული ზღვაო და არა, ძვ.წ. 1485 წელს მოხდა ეს ამბავიო.

შემდეგი: ,,მოსეს მიერ ისრაელთა ერისა მეწამულის ზღვით განყვანება ეგვპტით იქმნა უწინარეს ქრისტეს მოსვლისა წლითა 1485. ხოლო რიცხვნი ესე ზემორენი ბერძული და რომაული შესწორებულ არს ამა რიცხვსა თანა და ესე მოსეს მეწამულის ზღვით განვლის რიცხვი შეწონებულ არს საეკლესიოსა ხრონალოღიისა რიცხვსა თანა.
ესე მოთხრობა აქა მიღებულ არს ეგიპტის ისტორიისაგან და სხვათა და სხვათა მეისტორიეთა მსოფლიოთა, საზოგადოსა მსოფლიოთა მომთხრობელთა სეზოტრის ივერიად მოსვლაი და კოლხიდის ერთა მეგიპტელთა დასახლება, მაგრამ არა თუ დედაწულით ერნი მეგიპტელნი დასახლებულ იქმნეს მხედრობისაგან სეზოტრისა დაშრეს კოლხიდას რაოდენიმე რიცხვთა და იგინი აღერივნეს კოლხელთა შორის“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 81-82).

ვიდრე სეზოტრისთან დაკავშირებით თხრობას განვაგრძობთ, აქვე შევეხოთ ერთ საკითხს, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს თეიმურაზ ბატონიშვილი. ეს არის ბერძული და რომაული კალენდრების თავსებადობა ქართულ ქორონიკონთან.

ამ შემთხვევაში თეიმურაზ ბატონიშვილი განმარტავს შემდეგს: სოფლის დასაბამი ქართული საეკლესიო კალენდრით აიღება  5604 წლით. ხოლო, ბერძულით კი 5408 წლით. განსხვავებაა 96 წელი, რომაულით ეს მონაცემი შეადგენს 3228 წელს. ამასთან, ბატონიშვილი იმასაც ამბობს, რომ მეწამული ზღვით მოსეს მიერ თავისი ხალხის  ,,განყვანების“ შესახებ ცნობებს, გაეცნო მსოფლიოს სხვადასხვა ისტორიკოსთა წყაროებში.

დავუბრუნდეთ სეზოტრისს. აი, რას წერს მის შესახებ თეიმურაზ ბატონიშვილი: ,,ხოლო შემდგომად დანთქმისა მეწამულსა ზღვასა შინა ამენოფისა ფარაოსსა, იქმნა ძეი მისი სეზოტრის მეგვიპტელთა ზედა მეფედ. ამან დაიპყრა ყუველი აღმოსავლეთი ვიდრე ინდოეთამდე და შემდგომად დაპყრობისა ინდოეთისა კერძოთასა უკმოქცეული მუნით წარმოვიდა ქვეყანასა ზედა ივერიელთასა. არა წინ აღოდგეს მას ივერიელნი, არამედ მიეგებნეს სამზღვარსა ზედა ქვეყანისა თვისისასა, ხოლო მიმგებელნი იყვნეს მამასახლისნი ზემოისა და ქვემოისა ივერიით და რჩეულთაგან მამა-კაცთა პატიოსანთა“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 82).

ზემოთ ჩვენ აღვნიშნეთ ის, რომ საქართველო ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის შუახანებისთვის, ჯერ კიდევ უნდა ყოფილიყო ერთიანი სახელმწიფო, რაც თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებით დასტურდება. სეზოტრისს მიეგებნენ ზემო (აღმოსავლეთ, იბერია) და ქვემო (დასავლეთ, კოლხეთი) საქართველოს მამასახლისებიო, დიდებულთა თანხლებით. მოგვიანებით, ..ოქროს საწმისის“ ეპოქაშიც, ასევე ერთიანი ყოფილა ქართული სახელმწიფო, რაზეც ასევე  ბატონიშვილი გვაწვდის ცნობებს.

შემდგომ ივერიაში შემოსვლისა და მათი მორჩილების გამო, სეზოტრისმა მისცა მშვიდობა ქვეყანას, არ ააოხრა და არც დახარკა. მხოლოდ ითხოვა კოლხეთში მისი მეომრების რამდენიმე ხანით დარჩენა, რათა გამოეზამთრებინათ. იგი ებრძოდა სკვითებს.

ეგვიპტელებმა რამდენიმე წელიწადი დაჰყვეს ივერიაში და უკან გაბრუნდნენ. ნაწილი, როგორც ბატონიშვილი გვაუწყებს - ოთხიათასი მეომარი, დარჩა კოლხეთში და ასიმილდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან. აქვე, მას მოჰყავს ჰეროდოტეს ცნობებიც მათთან დაკავშირებით, თითქოს კოლხებმა სეზორტისის მეომრებისაგან ისწავლესო წინდაცვეთის რიტუალი, რაც ბატონიშვილს არამართებულად მიაჩნია და იმოწმებს ვახტანგ მეფეს, ვახუშტის, წმინდა მამებს, ქართლის ცხოვრების მეოისტორიებს და ა.შ.

თეიმურაზ ბატონიშვილი ერთ, მეტად მნიშვნელოვან ცნობასაც გვაწვდის სეზოტრისსა და არგონავტების შესახებ:

,,ხოლო სეზოტრის მეფითგან ვიდრე არღონატთა მოსვლამდე კოლხიდად გარდახდესს წელნი 267 და იყვნეს ყოვლითურთ მშვიდობასა და განსვენებასა შინა ყოველი ივერია“ (გვ. 84).

შემდეგ: ,,წელთა დასაბამითგან სოფლისა ბერძულითა რიცხვთა 4313-სა რომაელთა რიცხვთა იულიოსისა 3518, ქართულისა ქორონიკონითა მეცხრისა მოქცევისა 153 იქმნა მოსვლა არღონატთა ქვემო ივერიად კოლხიდად პოვნად ოქროს მატყლოვანისა ცხოვარისა“ (თ.ბ. გვ. 85).

გამოვიანგარიშოთ: 8X532 + 153 = 4409. დასაბამითგან სოფლისას 5604 – 4409 = 1195, ანუ ძვ.წ. 1195 წ. ეს არის არგონავტთა შემოსვლის თარიღი ქვემო ივერიაში (კოლხეთი) თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით.

რადგან ცნობილია თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით  კოლხეთში არგონავტთა შემოსვლის თარიღი და იგი ტოლია ძვ.წ. 1195 წლისა, მაშინ შეგვიძლია გავიგოთ სეზოტრისის, ასევე კოლხეთში ყოფნის პერიოდიც. ამ ორ მოვლენას შორის, ბატონიშვილის ცნობით გასულა 267 წელი. ე.ი. 1195 + 267 =1462, ანუ ძვ.წ. 1462 წ.

უკვე გვაქვს წელთაღრიცხვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რიცხვითი მონაცემი ძვ.წ. 1462 წელი, როცა სეზოტრისი უკანასკნელად იმყოფებოდა ქვემო ივერიაში, რადგან თეიმურაზ ბატონიშვილი გვამცნობს შემდეგს (დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ): ,,ხოლო სეზოტრის მეფითგან ვიდრე არღონატთა მოსვლამდე კოლხიდად გარდახდესს წელნი 267“, ანუ ეს უნდა იყოს სეზოტრისის კოლხეთიდან გასვლის შემდგომ, ვიდრე არგონავტთა შემოსვლამდე პერიოდი. ალბათ აქ უნდა დავუშვათ ცდომილებაც, თუნდაც რამდენიმე წელი, ან ათეული, რადგან მეტი თავსებადობა გვქონდეს ზუსტ თარიღთან, რომლის დადგენაც სხვა მონაცემებთან ურთიერთშედარებით უნდა შევძლოთ. თითქმის სამიათასხუთასწლოვანი პერიოდი და მწირი ისტორიული ინფორმაცია, მხოლოდ ფარდობით თარიღამდე მიგვიყვანს,, თუმცა მცირე ცდომილებით.

მეწამულ ზღვაში დანთქმული ფარაონი (ფარაო) თეიმურაზ ბატონიშვილს მოხსენიებული ჰყავს შემდეგი სახელით - ამენოფის. ხოლო, მის ძედ სეზოტრის.

ვინ შეიძლება ყოფილიყო ამენოფისი? ჩვენი მოსაზრებით ეს უნდა იყოს ამენჰოტეპ I. ამისათვის, გადავხედოთ ეგვიპტელ ფარაონთა სიებს, თანაც ჩვენს მიერ გამოთვლილ წლებთან მიმართებით.

ფარაონი ამენჰოტეპ I  (æmɛnˈhoʊtɛp) იგივე ამენოფის I (əˈmɛnoʊfɪs) ძვ. ბერძ. (Ἀμένωφις), მე-18 დინასტიის მე-2 ფარაონი. ეგვიპტეს განაგებდა (მეფობდა) ძვ.წ. 1526-1506 წ.წ (სავარაუდო თარიღი). აჰმოსე I-ისა და აჰმოსე-ნეფერტარის შვილი. როგორც ვარაუდობენ ისტორიკოსები, ის ახალგაზრდა ავიდა ტახტზე და მისი რეგენტი ერთი პერიოდი უნდა ყოფილიყო დედამისი აჰმოსე-ნეფერტარი. მან ცოლად შეირთო თავისი უფროსი და აჰმოსე-მერიტამონი. ჰყავდა მეორე ცოლიც - სიტკამოსე. 

ამენჰოტეპ I - ის მეფობასთან დაკავშიბით, ბევრი ბუნდოვანებაა, ამიტომ ჩვენ ძვ.წ. 1526 წელს დავეყრდენით იმის გამო, რომ ისტორიკოსთა უმეტესობა ემხრობა ამ თარიღს, აღებულს, სირიუსის ვარსკვლავთან დაკავშირებული მოვლენის მიხედვით, დანახული თებედან, რომელიც იყო მე-18 დინასტიის მეფობიოს დასაწყისში ეგვიპტის დედაქალაქი. 

ასევე ბუნდოვანებაა ამენჰოტეპ I - ის მემკვიდრეებთან დაკავშირებითაც.  აჰოტეპ II - დ მიიჩნევენ მის ცოლსა და დას, მიუხედავად ალტერნატიული თეორიისა, რომ ის მისი ბებია იყო. თვლიან, რომ მას  ჰყავდერთი ვაჟი აჰოტეპ II-ისგან (ამენემჰათისგან), რომელიც  ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს მიიჩნევა კონსენსუსად, თუმცა ამ ურთიერთობის საწინააღმდეგო არგუმენტებიც არსებობს. ცოცხალი მემკვიდრეების გარეშე, ამენჰოტეპ I - ს ჩაენაცვლა  თუთმოს I, რომელიც დაქორწინდა თავის "დაზე", აჰმოსზე,  ვინაიდან აჰმოსეს არცერთ წარწერაში არ აქვს მინიჭებული ტიტული „მეფის ქალიშვილი“, ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, იყო თუ არა იგი ამენჰოტეპ I-ის და-ძმა.
თუტმოს I (თუთმოს, თოთმეს) იყო ეგვიპტის მე-18 დინასტიის მესამე ფარაონი. ის ტახტზე ავიდა წინა მეფის, ამენჰოტეპ I-ის გარდაცვალების შემდეგ. მისი მეფობა თარიღდება ძვ.წ. 1506-1493 წ.წ-ით, თუმცა მეცნიერთა მცირე ჯგუფი მიიჩნევს სხვაგვარად,  ძვ. წ. 1526-1513 წ.წ.  მემკვიდრედ ითვლება თუთმოს II.

თუტმოს II იყო ეგვიპტის მე-18 დინასტიის მე-4 ფარაონი. მისი მეფობის სავარაუდო თარიღია ძვ.წ.  1493 წლიდან  ძვ.წ. 1479 წლამდე  პერიოდი. მის შესახებ მოიპოვება მცირე ცნობები. მან დაჩრდილა მამა თუთმოს I,  აგრეთვე ნახევარდა და ცოლი ჰატშეფსუტი. მემკვიდრე იყო თუტმოს III. 

თუტმოს III , თუტმოს დიდი.  იყო  მე-18 დინასტიის მეექვსე ფარაონი.მეგვიპტეს მართავდა  ძვ. წ. 1479 წლის 28 აპრილიდან ძვ. წ. 1425 წლის 11 მარტამდე, გამეფდა ორი წლის ასაკში, გარდაიცვალა ორმოცდათექვსმეტი წლისა. მისი მეფობის პირველი 22 წლის განმავლობაში, იგი მეფობდა დედინაცვალთან და დეიდასთან - ჰატშეფსუტთან ერთად, რომელიც ფარაონად იწოდებოდა. თუთმოსი მსახურობდა ჰატშეფსუტის არმიის მეთაურად. 

ამენჰოტეპთან და თუთმოსებთან დაკავშირებით, სხვებთანაც, მნიშვნელოვანი ინფორმაციული ვაკუუმია, იმდენად ჩახლართული, სადაო მეტია, ვიდრე აღიარებული, ერთამნეთშია შეცმული (გადაფარული) მამა-ფარაონთა და მათ მემკვიდრეთა მეფობის წლები, გამოწვეული ან თანამოსაყდრეობით, ანდაც ძველთა და ახალთა ისტორიკოსთა, შეგნებული თუ უნებური შეცდომებით, თუმცა ის, რაც ცნობილია, ჩვენ ასე თუ ისე საკმარისად ჩავთვლით და გამოვიყენებთ ჩვენს მიერ წამოყენებული ვერსიების დასადასტურებლად.

დავიწყოთ ამენჰოტეპ I - ით. არის თუ არა იგი თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ ნახსენები ამენოფისი? ამის ყველაზე მარტივი დადასტურება იქნებოდა მისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის გაგება, რადგან ფარაონი მეწამულ ზღვაში დაიხრჩო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელი მოგვეცარა. მისი მუმია კია აღმოჩენილი, 2019 წელს ტომოგრაფიული გამოკვლევაც ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი დადასტურებული არ არის, ცნობილია სავარაუდო ასაკი, 35 წელი. მისი მუმია ძლიერ არის დაზიანებული.

ბიბლიაში აღწერილ, მოსეს მიერ მეწამული ზღვის გავლას, მეცნიერული ახსნაც გააჩნია, თუმცა ამის საჭიროება მორწმუნეთათვის არ დგას. მაგრამ, მაინც ურწმუნონათვის.

იმ ადგილებში, სადაც მოსემ ზღვაზე თავისი ხალხი გაიყვანა,  ხმელთაშუა ზღვას ვიწრო ხმელეთის ზოლით ჰყოფს სირბონისის (ბარდავილის) ტბაისგან რომელიც ძალზე ხშირად დამშრალია, ცხელი კლიმატური პირობების გამო. ხმელთაშუა ზღვის დიდი ღელვისას, მისი ტალღები ეხეთქებიან ამ ვიწრო ზოლს და ხდება წყლის მასის დიდი რაოდენობით გადასხმა დამშრალ სირბონისში.

როცა ქარიშხალი ამოვარდა, მოსემ ხალხთან ერთად ეს ვიწრო ზოლი გაიარა, ფარაომ გზის მოჭრის მიზნით, დამშრალი ტბის ფსკერით ისარგებლა და ლტოლვილთა მიმართულებით გარკვეული კუთხით დაიძრა. მოსემ ხალხთან ერთად გააღწია სამშვიდობოს ხმელეთის ზოლით, რის შემდეგადაც ხმელთაშუა ზღვიდან გადმოსროლილმა ტალღებმა, ტბაში იწყეს ჩაღვრა, რამაც ფარაოსა და მისი მხედრების დახრჩობა გამოიწვია.

ამენჰოტეპ I - ის სიკვდილის მიზეზის არცოდნის გამო, ჩვენ ერთ-ერთ პირდაპირ მტკიცებულებას ვერ გამოვიყენებთ, გვრჩება მეფობის წლები. ძვ.წ. 1526-1506 (მეორე ვერსიით ძვ.წ. 1537-1547 წ.წ.). ეს სავარაუდოდ ჯდება ჩვენს მიერ ზემოთ გამოთვლილ თარიღში.

თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ვიცით, რომ მოსეს მიერ მეწამული ზღვის გავლის შესახებ ინფორმაციამ,  საქართველომდე ჩამოაღწია ძვ.წ. 1485 წელს, სავარაუდოდ ამ ფაქტიდან რამდენიმე წლის შემდეგ (ამას დავაზუსტებთ).

რა ვიცით თავად მოსეს შესახებ? ბევრი არაფერი. ზოგიერთი მეცნიერი მას ლეგენდარულ პიროვნებად მიიჩნევს, ზოგიც კი რეალურად. შუალედური შეთანხმება კი ასეთია: შეიძლება იყო, შეიძლება არა. არგუმენტებიც შესაბამისია. ამიტომ, ჩვენ, ასეთ შემთხვევაში, მათ ე.წ. მტკიცებულებებს მომხრისა თუ მოწინააღმდეგისა ხელუხლებლად ვტოვებთ და ვიწყებთ საკუთარი ვერსიის მიხედვით კვლევის პროცესს. ეს სწორედ ამგვარი შემთხვევაა.

იუდეისტური რელიგიური გამოთვლებით მოსეს დაბადებისა და გარდაცვალების პერიოდი შეესაბამება ძვ.წ. 1391-1271 წლებს, მაგრამ ჯ. უმერი კი მიიჩნევს, რომ მოსე დაიბადა ძ.წ. 1571 წელს, რაც ჩვენი აზრით ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან.

თუკი ამენჰოტეპ I -ის გარდაცვალების თარიღად ავიღებთ ძვ. წ. 1506 წელს, მაშინ გვექნება შემდეგი მოცემულობა: მოსე ამ დროს იქნებოდა 65 წლისა,ხოლო უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის ბოლოს კი დაახლოებით ასი წლისა.  რაც არ არის მოკლებული სიმართლეს, თუმცა აქაც შესაძლებელია რამდენიმეწლიანი ცდომილების დაშვება (ცნობილია, რომ მოსე საკმაოდ მხცოვანი გარდაიცვალა).

მაშასადამე, საქართველოში მოსეს მიერ მეწამული ზღვის გავლის შესახებ ინფორმაციამ ჩამოაღწია 21 წლის შემდეგ (ძვ.წ. 1506 - ძვ.წ. 1485 = 21). ამ დროს მოსე უკვე იქნებოდა 86 წლისა (65+ 21). ვის შეეძლო ამ ინფორმაციის ჩამოტანა საქართველოში? რა თქმა უნდა მოსეს წარგზავნილებს, კონკრეტულად ქალებს.

ალბათ აქამდე, ყველაფერი გასაგებია, დადგა თუთმოს III - ის ჯერიც. 
                    (გაგრძელება იქნება)
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს