ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2024


შეამკე წამი?


გზა და შარია გამარჯვება ახლა ყოველის,
გზა და შარია დამარცხება ახლა მტერთათვის,
თუ განმარტება ევროპისგან არა მოგველის,
ლაფი დაგვასხეს მოძმეებმა ჭრელად, ფერთათვის,
რომ ჩვენი სუნთქვით გულგახეთქილ რუსის ყაზირალს,
აქედან იცით ვისი შვილი ვისი მტერია,
ჩვენი ყმაწვილნი ტირიან და ჰგვანან საფიცარს,
და სამშობლოსთვის ქუჩა-ქუჩა მოიმღერიან,
სამშობლოვ ჩემო ამ ხალხს შენი ცუდი არა სურს,
სიტყვაა გენის რომელიცა გამოსარჩევი,
მოველით ტანჯვის,უსიტყვობის,ბეჩავ დასასრულს,
დაგვცოფეს ისევ, დღეს იმედი ავდრის სარჩევი,
არა აქ მოძმეს სათქმელივით ჩუმი სურვილი,
გვეტყვიან მალე,მარტოობით არ დავდუმდებით,
გადადე გვერდზე შენი საქმე შენი ყურმილი,
გამოდი ქუჩად,ღვინო თუ ვართ დღეს ავდუღდებით...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები