ავტორი: ნიკე... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 დეკემბერი, 2024
●●●
ჩემიანები გველეშაპმა მანამდე შეჭამა ვიდრე ქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოსრიალდებოდა. ეტყობა თვალიც აღარ მიჭრის და ვერ შევნიშნე უსისხლოდ როდის გადაყლაპა. მეგონა თავისუფლება, რომელიც მე მათ მივანიჭე, სხვა რამეებსაც უზრუნველყოფდა, არ გამოდგა ასე. ახლა ვდგავარ და ხელებჩამოყრილი ველოდები, სხვებთან ერთად მათაც როდის ამოარწყევს. რა კარგია რომ არავინ მყავს, ვისთვისაც შევძლებდი დარდის განდობას. რა კარგია ვინც იყო, ისიც რომ გავათავისუფლე. რა კარგია რომ მხოლოდ ეს დამრჩენია,- დეკემბრის შვიდის არც ისე სუსხიან დღეს, ენას ვყოფდე და საქვეყნოდ ვიშრობდე.