დაყავით და იბატონეთ მსაჯულებო, თქვენი ხიბლი არა არის უფლისანი, ერთმანეთის ბაღში ეკლად დარგულებო, ერმა გიცნოთ, ერი კი გვყავს გულთმისანი, მაგრამ ვაი ავი დრო და ავი ჟამი გამეფება ტყუილის და სიძვის მარა, ჩვენი არის ეს ხალხი და შესაჭამი ვაშლი ევას მთელ ფერდობზე დაიყარა, ვინ აიღებს?ვინ გასინჯავს ასეთ წადილს? ვინ იომებს სიტყვით საქმეს გათენებით, მეტნი თუ ვართ დღეს მოვეშვად ჩუმსა კნავილს, ვიბრძოლოთ და ნელა-ნელა გავმთელდებით, ვახ ქართველო ჭრელი უბე შეგიკერეს, შავში ჩაცმულთ კი არ სახავს პირჯვარიო, დღეს გეტყვიან ქუჩა-ქუჩა დავდებთ მტერებს, სხვას თუ გეტყვის შენი გულის ფიცარიო, არ დანებდე იცოდე და გახდი ავი, მტერი დღესა ჭრელიც,შავიც,მწვანეც რუხიც, და ამ წუთთან დაგაშორებს დღეს ის წამი, ბევრს ჩაუქრეს შავოსნებმა თვალში შუქი, არ დანებდე და ასე თქვი გაზაფხული, ასე რატომ?იმიტომ რომ იყვავილებს, დღეს ფიქრით და მსაჯულებით დაზაფრული, ვხედავ ზამთარს ყვავილთაგან დანაცილებს, თოვდა სულშიც ,დღეს სილაღე არა მოდის, ქუჩა მწარე,ქუჩა ტირის ქართველისა, ვერ ვიპოვეთ დასასრული დღეს ამ ცოდვის, ბრალი არის ისევ ბრალი გამცემისა.
თ.გუბელოძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძნელი ჟამი დგას. ძნელი ჟამი დგას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|