ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო33
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2024


უბილეთო ცრემლები

* * *
ხეები თითქოს ჩურჩულებდნენ: ,,რა მოგივიდა?!"
იმ დღეს, დედა რომ ჩამოვიდა სალონიკიდან.

როგორც კანონი ბუნებაში მიმღებ-გამცემი,
წყალი ორთქლდება - უბრუნდება
ხმელეთს წვეთებად,
როცა ყოველი ამოსუნთქვა ქვიშის საათზე
არის ჩავლილი სიხარულის ერთი ნამცეცი
და ისიც, მხოლოდ წამწამების გასწვრივ ეტევა.

ტირილი ზოგჯერ, ზუსტადაც რომ
კაცის საქმეა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს