ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2024


კუთვნილი მიწა

ენას იმტვრევ,
სიარულს სწავლობ,
ცდილობ სათქმელი ამბად აქციო,
რომელსაც მოისმენენ.
და შენი სათქმელი იქნება ისეთი წმინდა,
როგორც წყაროს წყალი.
და შენი სათქმელი იქნება ისეთი მსუბუქი
როგორც ბავშვის შეცოდება.
რატომ გინდა რომ მოგისმინონ?
რატომ ფითრდები როცა შენს სიტყვებზე
ყურადღებას ამახვილებენ,
რატომ გჯერა ისევ მაგიის?
რიტუალივით იმეორებ სიტყვებს,
ბუტბუტებ შეშლილივით:
"ეს არის ჩემი სამშობლო
ეს არის ჩემი კუთვნილი მიწა."
როგორ აჩვნებ ვინა ხარ
არსებითი სახელების,
ნაცვალსახელების
და ზმნიზედების გარეშე.
როგორ მიგიღო შენ ამ გრძედმა
ან ამ განედმა
შენს ნაბიჯებზე მწვანილი
რომ ამოდიოდა.
როგორ ჩაგიარეს უცნობმა ადამიანებმა
და ქუჩებმა უცნობი ადამიანების?
ყოველ მზერაში
უსახლობა ამოიკითხე,
ყოველ მზერაში ცივი ზამთარი
ჩამდგარა და აღარ აპირებს
უკან დახევას.
მხოლოდ შენ იხევ უკან,
გგონია კი რომ წინ მიდიხარ,
მერე იაზრებ ამ გამრუდებულ  სინამდვილეს
და თავს ვეღარ შველი.
წარმოიდგენ როგორია არყოფნა,
სიცარილე,
ხანდახან გჯერა რომ სიცარიელესაც შეიძლება შეეხო.
ხო უსახლო ხარ,
უსახელო და უსახლკარო,
დიახ,უსახლო,
ნამოსახლარი შენი სული კი
ვერ აკავებს დაგეშილ ქარებს.
ენას იმტვრევ,
შეშლილივით ბუტბუტებ:
" ესაა ჩემი სიმართლე,
ბასრი, როგორც სამართებელი,
ესაა ჩემი კუთვნილი მიწა"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები