 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 20 დეკემბერი, 2024 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
უმაღლესი პოეზია და ელემენტარული არითმეტიკა
ედგარ პოს საფლავი - ბალტიმორში ეს კიდევ ერთი მისტიკური ამბავია! რეალურად, სად იყო დასაფლავებული, არავინ იცოდა და მოაწყვეს მისი მემორიალური საფლავი, თანაც არა ერთგან. მას შემდეგ, როგორც თვითმხილველები, მათ შორის ახლომდებარე ეკლესიის მრევლის წევრები ირწმუნებოდნენ, მთელი 60 წელი იმ ბალტიმორის მემორიალურ საფლავზე, ყოველ შებინდებულზე (!!!) მიდიოდა შავ დომინო-მოსასხამიანი(“ქეიფ” - კაპიუშონიანი მოსასხამი) გამხდარი კაცი, რომელსაც სახე არ გამოუჩენია, ტოვებდა სამ წითელ ვარდს და ნახევრად დაცლილ კონიაკის ბოთლს. დღემდე მისტიკად რჩება. მისტიკაა, აბა რა! აი, ვფიქრობ, ვფიქრობ და სულ ავიხლართე: ის ბოთლები მერე, წელიწადში 365 - ვის სად მიჰქონდა? 365x60 = 21 900 ბოთლი, ნახევრად დაცლილი, ნახევარლიტრიანი თუ იყო, 21 900: 4= 5425 ესე იგი ნახევარი ტონა კონიაკი მიიტანა იმ უცნობმა და კიდევ მეტი? თან ოცი წლისა ხომ მაინც უნდა ყოფილიყო, პო რომ სცნობოდა. ოთხმოც წლამდე დღეში ნახევარ ლიტრ კონიაკს სვამდა… უიმეეე, დავიღალე, სად შემიძლია ამდენი ანგარიში! დაასხი, ედგარ პოს ხსოვნისა იყოს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. #პუბლიკაციები Natela Darbaiseli
საქართველოს რა გადაარჩენს, ან რა ჩაითვლება მის გადარჩენად - არ ვიცი, ალბათ ისევ რაღაც ალოგიკური, რაღაც სასწაული, როგორც ათასწლეულთა მანძილზე. ჩემი და ჩემისთანა ინდივიდების გადამრჩენი კი მუდამ პოეზიაა, თავისი პოეტური - მართალთა შორის უმართლესი ლოგიკით. გამოვიდა, მე გადაუჭარბებლად ვიტყოდი, ,,ლიტერატურული გაზეთის” წლის საუკეთესო - საშობაო ნომერი, რომელშიც სხვა უაღრესად საინტერესო და ნიჭიერ ავტორებთან ერთად გაეცნობით ჩემს ანუ ნინო დარბაისელის ლექსებს მადლობა ბატონ ირაკლი ჯავახაძეს ამ ნომრისათვის და ასევე ჩემდამი, საქართველოდან ამდენი ხნის მანძილზე დაშორებული ავტორისადმი გამოვლენილი სითბოსა და ყურადღებისათვის; მრავალი ბედნიერი შობა-ახალი წელი - მას და ,,ლიტერატურული გაზეთის” ერთგულ მკითხველებს! #პუბლიკაციები Natela Darbaiseli
საქართველოს რა გადაარჩენს, ან რა ჩაითვლება მის გადარჩენად - არ ვიცი, ალბათ ისევ რაღაც ალოგიკური, რაღაც სასწაული, როგორც ათასწლეულთა მანძილზე. ჩემი და ჩემისთანა ინდივიდების გადამრჩენი კი მუდამ პოეზიაა, თავისი პოეტური - მართალთა შორის უმართლესი ლოგიკით. გამოვიდა, მე გადაუჭარბებლად ვიტყოდი, ,,ლიტერატურული გაზეთის” წლის საუკეთესო - საშობაო ნომერი, რომელშიც სხვა უაღრესად საინტერესო და ნიჭიერ ავტორებთან ერთად გაეცნობით ჩემს ანუ ნინო დარბაისელის ლექსებს მადლობა ბატონ ირაკლი ჯავახაძეს ამ ნომრისათვის და ასევე ჩემდამი, საქართველოდან ამდენი ხნის მანძილზე დაშორებული ავტორისადმი გამოვლენილი სითბოსა და ყურადღებისათვის; მრავალი ბედნიერი შობა-ახალი წელი - მას და ,,ლიტერატურული გაზეთის” ერთგულ მკითხველებს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|