 | ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია 6 იანვარი, 2025 |
შენი კაბის ორი ზორტი დაკიდული ყირმიზად, ჩემი მხრების ჰორიზონტი ვითარც რქები ირმისა. ლავიწები პირუთვნელი, მყინვარების კალთები, მისადგომი შენი ყელის – ჩემში შუქის ანთება. შენი მკერდის ორი ბორცვი, სიფაფუკე ღრუბლისა, როგორც გამთენიის ლოცვა და მადლობა უფლისა. არის კარგი, თბილი ბუდე – შენი მუცლის ოვალი. ერთხელ ისე ჩამეხუტე, გავხდი შენი მოვალე. და გვეფარა დაბამბული თექა მუხლის მოხრამდი. არ უსტვენდა ცას ბულბული, მე ჩემ ოხვრას ვოხრავდი. თუ ცხენი ვარ, ნაღარა ვარ, ღამეს ფერი არადევს. “მე ის თამრო აღარავარ” ჩემზე წაიძალადეს. მითხარი და გაგეცინა, დედამიწა დავძარით. მაშინ რომ არ დაგვეძინა, გაჩნდებოდა ხანძარი. მითხარი და გამიღიმე კმაყოფილი იერით. შენ იყავი, როგორც მღვიმე, მე – ვინმე მეცნიერი. ისე გათვალიერებდი, მაგიჟებდი ფრჩხილებით. მსურდა გაკადნიება ჩემი გამოცდილებით. მოცდა ღამეს ვერ ვადროვეთ, დაგეძებდი თითებით. ვნება წვეთ-წვეთ შევაგროვეთ, როგორც სტალაგმიტები. ძარღვებს სისხლი მიმოყავდა, ეხსნა ზეცას ქამარი. ბეჭებს ქარი მილოკავდა, როგორც ჯიხვი ქვა-მარილს. დასაკარგად დაგენანე, სიზმარ-სიზმარ მეძებდი. მე დაშაშრულ თიხის ტანებს ნერწყვებით ვაწებებდი. ტრიალებდა ქარბორბალის დარად ჩვენი სულები. ტანს ხორკლები, ვით ხორბალი, გვქონდა დანისლულები. მერე,მაინც დამივიწყე, გაქრი, როგორც აბსურდი. შენი ცრემლის ღვარი ვიცხე, შენს მუხლებთან დავსრულდი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ისეთი იშვიათობაა მასკულინური, თანაც ეროტიკული ლექსები, ასეთ ავტორს გამხნევება სჭირდება. ცოტა ზომით დიდი კი მეჩვენა, მაგრამ ჯერ წერის ხელოვნებაა დასაუფლებელი, უფრო მაღალ საფეხურს კი - წაშლის ხელოვნებას შედარებით გვიან ეუფლება ყველა ავტორი. ვურჩევდი, ჯერ არ იჩქაროს!ფ ისეთი იშვიათობაა მასკულინური, თანაც ეროტიკული ლექსები, ასეთ ავტორს გამხნევება სჭირდება. ცოტა ზომით დიდი კი მეჩვენა, მაგრამ ჯერ წერის ხელოვნებაა დასაუფლებელი, უფრო მაღალ საფეხურს კი - წაშლის ხელოვნებას შედარებით გვიან ეუფლება ყველა ავტორი. ვურჩევდი, ჯერ არ იჩქაროს!ფ
2. ისეთი იშვიათობაა მასკულინური, თანაც ეროტიკული ლექსები, ასეთ ავტორს გამხნევება სჭირდება. ცოტა ზომით დიდი კი მეჩვენა, მაგრამ ჯერ წერის ხელოვნებაა დასაუფლებელი, უფრო მაღალ საფეხურს კი - წაშლის ხელოვნებას შედარებით გვიან ეუფლება ყველა ავტორი. ვურჩევდი, ჯერ არ იჩქაროს! ისეთი იშვიათობაა მასკულინური, თანაც ეროტიკული ლექსები, ასეთ ავტორს გამხნევება სჭირდება. ცოტა ზომით დიდი კი მეჩვენა, მაგრამ ჯერ წერის ხელოვნებაა დასაუფლებელი, უფრო მაღალ საფეხურს კი - წაშლის ხელოვნებას შედარებით გვიან ეუფლება ყველა ავტორი. ვურჩევდი, ჯერ არ იჩქაროს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|