ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2025


  ჩამოტვირთვა

ოლიმპოს მთიდან გადმომძახეს წეღან ღმერთებმა

ოლომპოს მთიდან გადმომძახეს წეღან ღმერთებმა
როს შთაგონება თეთრ ფურცელზე ვეღარ ეტევა,
გრძნობათ კაეშანს ვაებანი კენტად ტორავენ,
ოლიმპოს მთიდან გადმომძახეს წეღან ღმერთებმა,
ჩემი ქარები მათ სამყოფშიც მიმოქროლავენ.
სულში კოცონის ფუძემდები თუ პრომეთეა,
წყალნი ჭაობის ხომ მის გიზგიზს ვერ დატბორავენ,
რომ რაღაც დოზით ჩემში სახლობს კოლხი მედეა,
რა უჭირს თუკი უარმყოფენ ან გამჭორავენ .
რა უჭირს თუკი გარეგნულად სულ არ მემჩევა,
ფიქრნი გონებას დაუნდობლად როგორ ,,სქროლავენ,,
რომ ეს წყვდიადი გულის ფატვრას ცდილობს მერყევად
და წუხილები ამ გონების ფსერზე ბოლავენ...
როს შთაგონება თეთრ ფურცელზე ვეღარ ეტევა,
გრძნობათ კაეშანს ვაებანი კენტად ტორავენ,
ოლიმპოს მთიდან გადმომძახეს წეღან ღმერთებმა,
ჩემი ქარები მათ სამყოფშიც მიმოქროლავენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს