მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2025
თათა - ჩვენო თათული...
თათა - ჩვენო თათული -
ხარ შველივით მწყაზარი,
დაგელოცოს ქართული
მრწამსი... რწმენის ტაძარი.
მომღერალი არა ვარ,
მაგრამ მინდა გიმღერო...
და ჩემს თვალწინ თამამად
ყელი შენც მოიღერო.
მოცეკვავეც არა ვარ,
თათა - ჩვენო თათული,
მაგრამ მინდა ალალად
ჩვენც ვიცეკვოთ ,,ქართული“.
ცხადია თუ ზმანება,
გულს ვიჯერებ ოცნებით...
მსურს რომ ლამაზმანებმა
გამაბრუონ კოცნებით.
შევსვი ჩემი თასიდან
ღვინო - ნექტრის სადარი,
ხარ შველივით ნაზი და
შვლის ნუკრივით მწყაზარი.
შემოვივლი ღვთის ნებით
ყველა ციხე - გალავანს...
სამშობლოში მივყვები
სიყვარულის ქარავანს.
ოთარ რურუა
2025
მწყაზარი - მეტად ლამაზი, მოხდენილი, მშვენიერი
ნექტარი - მცენარის ყვავილის ტკბილი წვენი, ღმერთების სასმელი
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
კარგი მიძღვნაა.
კარგი მიძღვნაა.
მუხა.
2025-02-07 19:37:21
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
25.08.2026 16:13:29