ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არავინ არ ვარ
ჟანრი: თარგმანი
12 თებერვალი, 2025


ჯიმ მორისონი-სასახლე კანიონში(ზეპირი ლექსი)

არის სასახლე კანიონში,
სადაც მე და შენ დავიბადეთ,
ახლა კი მარტოხელა კაცი ვარ -
მომეცი ნება ედემში დავბრუნდე.
კანიონის ლურჯი ჩრდილები...
შეგხვდი,
და ისევ დაგკარგე-გაუჩინარდი,
როგორც ჩემი ოცნება.
მომეცი ნება ედემში დავბრუნდე.
დაკარგული სამოთხის მაძიებელი
შეიძლება შეშლილად მიიჩნიონ
მათ, ვისაც არასდროს უცდიათ
ეხილათ მიღმიერი,
სადაც მოყვასნი წვანან
და ნებდებიან შეშლილ დინებებს,
საკუთარ განკერძოებულ ბაღებში.
წამიყვანე, საყვარელო,
დამიმგზავრე იმ ზღვრამდე,
სადაც ზეციური კიდეები
ერთმანეთში ირევიან.
წამიყვანე, საყვარელო,
გზაზე შენთან ერთად,
ამჯერად უკანასკნელად -
რაღაც მიხმობს და მიზიდავს
სამყაროს მიღმიური მხარეებიდან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები