ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: საბავშვო
10 თებერვალი, 2025


დაამატე მეგობარი

    სამასი წელი თოვდა მყინვარებზე სანამ სუსხი არ მობეზრდა ღმერთს და მდელოები ნამიანი არ გახდა.ყინვის ფერი თვალები ქონდა ღმერთს როცა მას ღმერთი უწოდეს.ეშმაკი დუმდა ,საცოდავი ალბათ იმაზე ფიქრობდა რამდენი ხანი უბიძგებდნენ სიკეთისკენ და რამდენს დაუფსებდა თვალებს იმ სიკეთისთვის რომელიც ადამიანმა ჩაიდინა,ეს ალბათ დასასრული იქნებოდა რომ არა სანტა-კლაუსი და მისი ოინები.დღეს ღამეს ცვლიდა მყინვარებზე და ღამეს დღე,მაგრამ იქამდე იარა ღმერთმა სანამ ნამიან ბალახს არ მიადგა და ქვაზე ჩამოჯდა.ქვასთან ეშმაკი იყო ჩასაფრებული და რუტინას მონატრებული ისევ ელოდა ღმერთისგან რაიმე სასიკეთოს,თუმცა დაინახა ღმერთმა ეშმაკი და მას სილა გააწნა.ყველა გაოცდა(ანგელოზები ცაში)მაგრამ არავინ შეიმჩნია ღმერთის ეს ქცევა,ყველანი მაინც მყინვარს გაჰყურებდნენ და ფიქრობდნენ რამდენ ხანში ჩაქრებოდა მყინვარის შუქი.იმ დროისთვის დედამიწაზე ერთი ანგელოზი იყო მხოლოდ,მაგრამ ღმერთი ვერ ხედავდა მას რადგან ეშმაკმა ჩამოსვლისთანავე მოსპო მისი ადამიანური სხეული.თუ სადმე წააწყდებითო თქვა ღმერთმა ადამიანების მიმართ მეც შემაგონეთ მისი ტკივილიო.ღმერთს თავისი ტკივილები აწუხებდა მხოლოდ,სხვისას არ მიიჩნევდა საჩინოდ და საქებრად,ახლა ყველაფერ მარტივს ვეტრფითო თქვა მან და ზეცა ისევ ყინვისფერმა ღრუბელმა დაფარა.
  ერთ დღეს როცა ეშმაკმა მოიწყინა ღმერთმა მას ადამიანი გაუგზავნა გამოსაცდელად,შეთანხმდნენ ეშმაკი და ღმერთი რას ეტყოდა ეშმაკი მას.ეშმაკმა მას უთხრა ჩამოჯექი ქვაზე,ადამიანი დაფიქრდა მაგრამ მაინც დაჯდა ქვაზე,ეშმაკმა მას უამბო ღმერთის და მისი დიალოგი,თუმცა ადამიანმა არ დაიჯერა ღმერთის სიტყვა და ქვაზე თავი დადო,აი მანდ მიხვდა ეშმაკი რომ ღმერთმა მოატყუა ადამიანი და თვით ეშმაკიც კი,რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო ლოდი მისი ტვირთვა არ ეკადრებოდა ეშმაკს,იგი ადამიანის წილი იყო მხოლოდ და ვერავინ შეკადრებდა ღმერთს ამ ლოდის თავის ადგილზე დაბრუნებას,რატომაც არა ისეთი დილისჟამი იდგა ისეთი გაკვალული ბილიკები ჩანდა რომ ეშმაკიც კი გაოცდა მისი გამბედაობით.
  მეორე დღეს ეშმაკი ღმერთთან ავიდა ზეცაში და შეკადრა მას,რატომ ანუგეშე ადამიანი,რატომ დაცხე ერთბაშად მიწას წვიმა იმ დღეს რატომ არ შესჩივლე ბედსო.ღმერთმა ჩვეული სიმშვიდით მიუგო მას,მე ადამიანი იმიტომ შევქმენი რომ ის ყოფილიყო ჯერ წვიმა, მერე თოვლი და მერე ქარიშხალი და არა იმიტომ რომ ერთიანად ყინვად მოსულიყო დედამიწაზეო.ეშმაკის გაოგნებამ ღმერთი შეაწუხა და მას ისეთივე საჩუქარი არგუნა როგორც ადამიანს.საჩუქარი კი იმ ნაიარევთან ერთად გაუქრა ეშმაკს სახიდან რომელიც ადამიანმა მას ტკივილის სახით აჩუქა.ყინვა იყო ეშმაკი.


თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები