გაიღვიძე დაითესა თელასი საზღაური, შეჭამანდი ყველასი, რომ სამკობად დარჩენოდა ძვალი, ნაისრალი დღის კი არა ხვალის, უთხრობი და დაღალული ლექსი, გამომცხვარი ნაირფერი კექსი, და დაყოფის ასე არის ყოფა, თავში ვინცხამ რაცხა თურმე როფა, ესოდენი, სილიბისტროს წყევლა, ესროდენო დაიწერა ყველა, უსახსრობის ასე ითქმის აზრი, გათიშული შაირი და გაზი, გამომცხვარა უსახსრობის პური, დარჩენილი სახის პირას მური, უსაიმო და სამღერი ყოფა, ვინცხამ რაცხა თავის იქით როფა, ასე ითქმის დაქცეული მადლი, საზღაური შუქის პირის სანთლის, ასე ერგო, ერბო ელის კვერად, სილიბისტრო ნათქვამია წყევლად, უსახსრობად დარჩენილა ბერად, და სინაზე შერჩენია წვერად, ბუტბუტივით შერჩენილი ლოცვა, ბედისწერის უსაფუძვლო კოცნა...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გაიხარე მუხა,თქვენს შეფასებებს რომ ვკითხულობ სავსე რომ ვიყო დავიცლები და თავიდან ავივსები სიხარულით. გაიხარე მუხა,თქვენს შეფასებებს რომ ვკითხულობ სავსე რომ ვიყო დავიცლები და თავიდან ავივსები სიხარულით.
1. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|