იქ, სადაც ადრე ღიმი სახლობდა, ახლა გზაწვრილი ნაოჭებია... მერე რა მოხდა, ჩათვლი ახლობლად, თუ სადმე კიდევ გამოჩნდებიან... ყველაზე უკეთ ხომ მათ იციან, ყველა დარდის და შფოთის სათავე. სახეზე კვალის გასამტკიცებლად სხედან, ნაოჭთა ძაფებს ართავენ... მერე ერთმანეთს უზიარებენ ამბებს აღმასვლის ანდა მარცხების. და იმ გრძნეული კუზიანივით, წლების წყალს ღვრიან დროის საცერში... უყვართ თვალებთან მყუდროდ ბუდობა, და თვალსუკანა ტბების დანახვა. სარკე კი გიცქერს ისე ულმობლად, როგორც მწველი მზე ერთ ღერს ბალახის...