I
განთიადია, საცაა შაშვიც შეიღვიძებს შეთოვლილ ჩრდილში. მოჰყვება ამბებს: - უშნო ჭორებზე, სიყრუესა და ნატყვიარ ბიჭზე. თან შემაფრთხილებს, არ მივება აფოფრილ ფიქრებს, როგორც თებერვალს შეშლილი მარტი.
ცას ახედავ და მოგშხამავს, მოგღლის. მანგრევს აჭრილი ღრუბლების ხმები, გადი - გამოდიან, თითქოს შარს ეძებენ...
II
ეს აწყვეტილი წვიმის ტყლაშუნიც, ისე აწუხებს დაბრეცილ ასფალტს, და საიდანღაც მოქანცული ჟღალი მეარღნე, პრანჭია ყუთით აცა - ბაცა კვლავ მოათრევს სევდიან ბგერებს.
არავინ მიმზერს, გარდა ქუჩის ხმელი ძაღლისა. ისეთი გაწუწული, ისეთი მშიერი და ქეციანია, ლამისაა ერთად ავტირდეთ, ლამისაა მთელი პოეზია შევჭამოთ, შენ კი მთხოვ, ტირილს გადავეჩვიო?!
III
არადა, მე ისევ მხარზე თავმიდებულ სიმშვიდეზე მეფიქრება, იმ ნამეხარ მოხრილ ხეს ვხედავ, მიახლოების რომ შეგვეშინდა, როგორც აკრძალულ სურვილთან.
შენ ტყე არჩიე, სიმწვანე, ნამი. მე კი, - წერა და ჭექა - ქუხილი. ასეც, ,,ვიაროთ", იქნებ გადავრჩეთ.
IV
თუ დამიჯერებ, წვიმის წვეთში ვხედავ, იმ ერთ შიშს, ცრემლი რომ სისხლად გადამექცეს, ლექსი კი - ყინვად. და ჩემი ღმერთიც, ისე შეწუხდეს, თითქოს ეს იყოს პოეტის ჯვარცმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. 4 ზე დამეჭირა შემთხვევით :( 4 ზე დამეჭირა შემთხვევით :(
1. რა კარგებია ეს ბგერები განსაკუთრებით მესამე 5+ რა კარგებია ეს ბგერები განსაკუთრებით მესამე 5+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|