ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2025


ქრისტესავით

აქცია ქრისტიანად
მრავალი კარლოს დიდმა.
წავიდა ვალჰალაში,
სიკვდილი გადმოზიდა.

შენ ხედავ  სისხლის გუბეს,
შენ ხედავ ივარ უძვლოს,
ჰალფდანს და ხანაც უბეს,
მითხარი ვინ გაუძლო?!...

რაგნარი ის ლანდია
პატივს თუ არ მიაგებ..
მოგიქსევს ისლანდიას
და შეშლილ ვარიაგებს!

თორ, ისევ გაგვიწვიმდა,
სულია ნიშასავით.
სამყარო დაიწმინდავს
ცნობიერს კრიშნასავით.

უნდა ამოთხარო
ხანდახან დაიის ენა.
დარწმუნდე ნამდვილად რომ
მოკვდა და დაისვენა.

თორ, ქვეყნად ისე ვცხოვრობთ
სიცოცხლე ქრის ტყესავით.
ვერ შეძლო ქრისტემ მხოლოდ
ეცხოვრა ქრისტესავით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს