მე ვარ იესო! და შეუძლიათ.. და შეუძლიათ... ბევრის ატანა გახვრეტილ ხელებს, ქვის სისხლჩაქცევით შევქმნი ზოოპარკს. ჯვარზეგაკრული ვძერწ ცრემლის ღელეს, ვიქნები მგზავრი და უგზოობა... რაც არ შეეძლო მართლა ყველა რომს, თვითონ ვიჭედებ ხელებზე ლურსმნებს. მე არ მოვუსმენ იმ ღმერთს ყველა რომ ყრუსავით უსმენს. მე საშინელი რეჟიმის თევზი აკვარიუმში ვარ მუდამ მამის და მოტყუების ტყეებში ვებრძვი წინამძღოლების წარმოთქმულ ამინ - ს ! ვარ ოსმოსური მარიონეტი, პულსირება ვარ პურის და ღვინის. მსურს ჩემში ტანჯვა არიონ მეტი, ფესვებივით, რომ სიღრმიდან ღვივის. მე ორ ხეს შუა ფესვებად მოვრჩი! ვუღიმი მხოლოდ, ეშმაკის ძახილს! დაგმობენ მჯერა ცრუსა და მორჩილს ათასნაირად დაღლილი ხალხი. ცის სიამაყეს ხაზი ესმევა, ლახვარი მხოლოდ ჩემს გულს მიესო. რით ვერ გაიგე ღმერთო; ეს მე ვარ, ორჯერ მიქცეულ ლოყის იესო! მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2022 წ.