ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2025


ვაი მარში

ეს ქვეყანა გმირიანად გამგონს ხედავს
და საყვედურს გაიძახის ფიქრის კერა,
გაყვირიან როგორც ძალას გასაბედავს,
დაიქცევა ნაწვალებად, ღვინოდ ყველა,
დილის რიჟრაჟს თუ შეხედავ ქაიხოსრო,
მაშ მდელო და საყვირალი მაისია,
ხმალი უბის კიდეზეც რომ გაიხოცო,
სისხლი არის, სადაც ტყვიას გაისვრიან,
შიში,კვალი და სახიერს ქვია ერთი,
დასაბამის ნიშნებს აბნევს გესლიანად,
დარჩენოდათ საფიქრალად თურმე ღმერთი,
ამოძირკვეს სახიერი ფესვიანად,
რაშიც გულს და გადამგდებსაც გულის იქით,
შიში ხედავს რამდენს ბედავს ირონია,
თუ იომე უსახურად მაგრამ სიტყვით,
ჩათვალე რომ დიდ ლაშქარში გიომია,
ასე თვლის და ასე კერავს შეშის პირი,
მასაც დასდევს გულის ხიდის შენაფერი,
დაიბადა საყდარს იქით თურმე გმირი,
დანარჩენი მარტივია ყველაფერი,
ასე ვატყობ მე სახსრების სულთან ჭიდილს,
ასე დასდევს სახიერი ფიქრად ედემს,
თაგვი მოკლეს კატებმა და ჰგვანან წივილს,
მოკლეს თალხი დარჩენიათ თვალნი გედებს,
ეს შუშა და გასატეხი მშვიდობაა,
რომ გასხვლასაც თავისი აქ ენერგია,
ბრძოლა თუ კი ქვეყნის განაყოდბაა,
მაშინ ბრძოლას ეს ქვეყანა შეელია,
ასე დარდობს ყოველი და არის ავი,
დაწოლია გურიის მთებს დიდი ზვავი,
ვერ ვიპოვეთ ვინ ყოფილა ამის თავი,
დანარჩენი მარტივია გვკორტნის სვავი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები