 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 3 მარტი, 2025 |
დადგება ის დრო, როცა ის ლეკვი, შენ რომ არამგლურ კანონით ზარდე, დადგება ზურგით, არც რამეს გეტყვის, მარტო დაგტოვებს სიბერის კარზე... დადგება ის დროც, როცა ჭიპლარი მოიკვეთება უკვე ბოლომდე. და მეწყერივით დარდი, წინკარში გადააჭარბებს ყველა მოლოდინს! დადგება ის დროც, რომ ჰგავს სტიქიას, სულ ყველა გრძნობის ერთად წამლეკავს. ახლა შენ კი არ, ვიღაც იგი ხარ, ისიც შენსავით სევდისთვალება... დარდი კი მოგდევს კვალში მგელივით, თვალშიც ჩაგხედავს, ახლოს თუ გნახავს. და მარტოობის ერთი ძეგლივით დგახარ ცარიელ და ცივ ბუნაგთან... დადგება ის დრო, რომ ბერდებიან მგლები და აღარ ერჩით მუხლები... ყველა გზასავალს თავის ბედი აქვს, იყრებიან და სადღაც უხვევენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კიდევ კარგად რომ დაბერდებით , სიამოვნებით დაგპატიჟებთ ჭიქა Aberlour-ზე და მოგიყვებით … ეხლა კი დედის დღეს გილოცავთ! ???? კიდევ კარგად რომ დაბერდებით , სიამოვნებით დაგპატიჟებთ ჭიქა Aberlour-ზე და მოგიყვებით … ეხლა კი დედის დღეს გილოცავთ! ????
1. ეჰ, მგლებს რაუჭირთ, ჩვენ სიბერეს რა ეშველება?! ეჰ, მგლებს რაუჭირთ, ჩვენ სიბერეს რა ეშველება?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|