ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2025


ფიქრი ამირია ამირბარმა

დღეს ზეცის მსგავსი თუ კი არის წყაროს მშვენება,
მაშინაც ასე დაგებული იყო მსახურად,
მე თუ სამყარო უსაზღვროდაც მომეჩვენება,
ცხენი ყავთ მარდი ავდარია აბჯარ ასხმულად,
სახიერს წვიმა როდი ქვია იქაც დარია,
აქ სამყარო და უშენობა ასე ვიწამე,
თუ კი ხარ მთვრალი დღეს სამყაროს გაუხარია,
შევჭამე თოვლი,თოვლიანად მჭამა მიწამ მე,
ბერების ლოცვა ჩამესმება ალბათ დილისჟამს,
საზღაურს ელდა მიაწყდება ჩუმსა ნაპირებს,
თუა სულ მშრალი დამიჯერე მაშინ ვირი ჭამს,
დავსდევდი ომებს გაშმაგებულ ომით ვამპირებს,
ასეა დღე და ასე ითქმის დღისით აღდგომა,
რომ გულის კედელს უსაყდრობა ისევ ესობა,
ვსდიე მეხოტბეს გამიგონა ისევ გამგონმა,
ასეა პოეტს არა შვენის თურმე მეფობა,
როცა კი საყდარს ალესილი ხმალი ჩაარჭეს,
მაშინ რო მხდალი მსახურები განზე გარბიან,
მე მერე ვიტყვი უსაქმობა თუ კი წაარწყევს,
იტყვიან მართალს,პირს აჭმევენ ისევ მადლიანს,
შეხედე წარსულს უსახსრობის სისხლის კელიას,
მე ამ სიტყვებმა უმანკობით დაღი დამასვა,
მე ჩემი სახე სახეს შორის გამომელია,
დანები ლესეს სისხლი ღვარა ისევ ჰამასმა,
ჩემი საუნჯე დაგებული ჩემი ხიდია,
რომ მისმა ზღვებმა საყვედური არა მაწამა,
დასდევდნენ ბოცვრებს თვალში ისევ შენი ბინდია,
ცრემლია ისიც ასე მითხრა ჩემმა წამწამმა.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები