ახლა ცისკენ მივფრინავ,შენი მზერა მაცილებს, ფეხაკრეფით მომყვება ჩემი თავის ფანტომი, მოვიშორებ სხეულზე შემოსეულ მაცილებს და ღვარივით წაგვლეკავს სიყვარულის ატომი...
ცაზე მზეთა სხივებში მთვარე გაბაიბურდა, მაგ თვალების ზურმუხტებს ზედ წამწამზე დავისვამ, შენ კი სირინოზისებრ ტანზე კაბა იბურე, გამიღიმე, სანამდე გულზე ხანჯალს დავისვამ...
წამო ზეცის ლაჯვარდში ერთად ვიხეტიალოთ, მოვიაროთ კოსმოსი,ეს ფერადი სამყარო, შენ შორს გასწი სიკვდილო,ხორცის ციხევ ტიალო, როცა გეტყვი მოდი და სულზე ტანი ამყარე.
რა სავსეა სიცოცხლე შენი გამოისობით, ანგელოზო მეახელ,შორს შორს გასწი შაითან! შენი ბაგის სურნელი მინდა გამოვიზოგო, სანამ ღმერთი სხეულებს ლურჯ მიწაში ჩაიტანს!
ვხატავ ჩვენი სულების უმსუბუქეს ნირვანას, გსუნთქავ და შენს თვალებში ვეგებები დაისებს, ახლა თითქოს მეფე ვარ,ანდა შახი შირვანის, შენ კი დედოფალი ხარ გაზაფხულის,მაისის.
გამოდიხარ პარმაღზე და მზესავით იცინი, გულამოჭრილ კაბაში მზერას ჩემსას ჩაისვამ, გიყურებ და ასე ვთქვათ ტრფობით შემოგციცინებ და თან შენი ბაგიდან სიყვარულის ჩაის ვსვამ..
მერე ერთად მივფრინავთ,მზის სხივები გვაცილებს კოსმოსში და მოგვყვება გვერდით მთვარის ფანტომი, მოვიშორებთ სხეულზე შემოსეულ მაცილებს და ღვარივით წაგვლეკავს სიყვარულის ატომი.
2025.02.22.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გამოდიხარ პარმაღზე და მზესავით იცინი
დაკარგული, ეს ლამაზი სტრიქონი და ლექსი შენ გიხდება, მონატრებულო! გამოდიხარ პარმაღზე და მზესავით იცინი
დაკარგული, ეს ლამაზი სტრიქონი და ლექსი შენ გიხდება, მონატრებულო!
1. როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ. ლექსი მომეწონა, ეს ერთი და სხვა მრავალი. როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ. ლექსი მომეწონა, ეს ერთი და სხვა მრავალი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|