 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 9 მარტი, 2025 |
ნინო დარბაისელი
გაიარე!
მაპატიე, პოეზიის ხსენებაზე შენც სხვებივით ფერმკრთალდები, არაფრდები. ლექსზე მჯდომი მივაჭენებ ცხენებს ასე, პოეზია - ფეხებია, არა - ფრთები.
უფრთოდ, ცაში გაუფრენად - კიდევ გაძლებ, ცას - ახედავ, შედარებით ადვილია, უფეხებოდ?! მარტო თუ ხარ, მანძილს დაძლევ? დედამიწა - ეს ისეთი ადგილია!
ლექსებს ვჭამ და ლექსი მხურავს, ლექსის ქოხში, სხვა ხელობა არ მქონია. ეს ხელებიც არა რამე სხვა საპოხით, პოეზიით ნაქონია.
მაპატიე, თუ არ მჯერა არავისი, და მით უფრო სიყვარულზე მოწკმუტუნე პოეტების, თუ ეცდები, ჭკვიანურად მესაუბრო, რამ სიცილი გულს მალამოდ მოედების.
არასოდეს, თვით ლექსშიაც არ გავამხელ ნამდვილ ნატკენს, შეხორცებულ ნაიარევს. გამიჩერდი?! მომისმინე?! გაგიკვირდა?! ჰოდა, გეყოს, ადექი და გაიარე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა! პოეზია რომ ფრთებია , მოგვწყინდა, ვიცით ბატონო! ჩემთვის ლექსის წერა მხოლოდ აღმაფრენა არაა, ეს არის შრომა, თან სიბნელეში, ხელების ცეცებით. ვერც იარაღებს ხედავ სიბნელეში, ვერც იმას, რაც რომ არ გააკეთო, არ შეგიძლია, მოკლედ, დიდი ხათაბალაა. ყველა პოეტი ასეა, თუ პოეტია. ე ლექსიც - ამაზეა. მადლობა მუხა! პოეზია რომ ფრთებია , მოგვწყინდა, ვიცით ბატონო! ჩემთვის ლექსის წერა მხოლოდ აღმაფრენა არაა, ეს არის შრომა, თან სიბნელეში, ხელების ცეცებით. ვერც იარაღებს ხედავ სიბნელეში, ვერც იმას, რაც რომ არ გააკეთო, არ შეგიძლია, მოკლედ, დიდი ხათაბალაა. ყველა პოეტი ასეა, თუ პოეტია. ე ლექსიც - ამაზეა.
1. გავიარე, გავიარე,ხიდზე გადავვიარე! გავიარე, გავიარე,ხიდზე გადავვიარე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|