მარინა ცვეტაევა - თუკი შეგვყრიდა ბედისწერა ორივე ჩვენგანს...
თუკი შეგვყრიდა ბედისწერა ორივე ჩვენგანს - რა მხიარული საქმეები გველოდა ქვეყნად! თავს დაგვიხრიდა არაერთი ქალაქი, დაბა, ძმავ მშობლიურო, უთვისტომოვ, ნამდვილო - მდაბლად!
როს ჩაქრებოდა ხიდზე ბოლო ლამპარი ბუნდში, მე დედოფალი გავხდებოდი, შენ მეფე - დუქნის, დავიძახებდი - ერთგულება შეგვფიცეთ მტკიცე მეფე-დედოფალს და სანაცვლოდ წყალობას მივცემთ.
თუკი შეგვყრიდა ბედისწერა ორივე ჩვენგანს, სამეფო ზართა ატყდებოდა გუგუნი ყველგან, გავრცელდებოდა მოსკოვეთში ჭორი ხელდახელ, ტურფა თვითმარქვი დედოფლის და მეფის შესახებ.
გიჟურ ნადიმზე გადამთვრალი არიფიონი, ვიბარბაცებდით, ჩემო ძმაო, ღამის ფიონით... ამტვერდებოდა გზასავალი თეთრი, ქათქათა, თუ ინებებდა ჩვენს შეხვედრას ბედის წარმართვა!
10 მარტი, 2025 წ.
Марина Цветаева - Кабы нас с тобой да судьба свела
Кабы нас с тобой да судьба свела - Ох, веселые пошли бы по земле дела! Не один бы нам поклонился град, Ох мой родный, мой природный, мой безродный брат!
Как последний сгас на мосту фонарь - Я кабацкая царица, ты кабацкий царь. Присягай, народ, моему царю! Присягай его царице, - всех собой дарю!
Кабы нас с тобой да судьба свела, Поработали бы царские на нас колокола! Поднялся бы звон по Москве - реке О прекрасной самозванке и ее дружке.
Нагулявшись, наплясавшись на шальном пиру, Покачались бы мы, братец, на ночном ветру... И пылила бы дороженька - бела, бела, - Кабы нас с тобой - да судьба свела!
25 октября 1916
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია თქვენ შრომობთ , თარგმნით, მე ვკითხულობ. კარგია თქვენ შრომობთ , თარგმნით, მე ვკითხულობ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|