გულში ეკალივით დარდი ჩამისახლდა, ახლა სხვა ფერი აქვს ზღვის დარ შემოდგომას, ტკივილს დავეძებდი თურმე განმიახლდა, დავდევ ფიქრიანი სევდის ნაოსნობას, ახლა ფიქრის მსგავსი შავი დალალები, წლებმა გამიფანტა როგორც გარიჟრაჟი, ფიქრი ამ აზრებში ბორგავს ნაწვალები, ნახე დაიხატა ისევ პეიზაჟი, თუ კი გულის მსგავსად ავად დავიზრახავ, ჩემსას ვუკედლებ და ჩემით დავიცლები, მაშინ ნაოსნობას აღარ განვიზრახავ, ასე უშენობას მარტო გავეცლები, ჩემი აივანი,სხვისი ირონია, ჩემი ხედები და სხვისი შესახედი, მე ამ გაზაფხულზე თუ კი მიომია, შენ კი აზრებივით ცამდე ვერ ახვედი, მერე გაღიმებაც ვიცი იოლია, ახლა შამქორისთვის არვინ გაირჯება, თუ კი გაზაფხული სიტყვით მიომია, მაშინ ამ სიტყვებით ბევრი დაისჯება, ასე ნათქვამივით ფიქრი გაქცევაზე, ანდა რატომ ებრძვის სიზმრებს ფეთიანებს, ღვინო დაიღვარა,ვყვები დაქცევაზე, შიში აფეთებსო ვიცი რეტიანებს...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეჰ ფიქრებიც არეული მაქ და ცნობიერებაც ამ ამბების შემყურე,რასაც არუნდათ რომ დაემსგავსონ იმას ემსგავსებიან ზუსტად პოზიციაც და ოპოზიციაც,გულსატკენია როგორ ტყუილდება ხალხი. ეჰ ფიქრებიც არეული მაქ და ცნობიერებაც ამ ამბების შემყურე,რასაც არუნდათ რომ დაემსგავსონ იმას ემსგავსებიან ზუსტად პოზიციაც და ოპოზიციაც,გულსატკენია როგორ ტყუილდება ხალხი.
1. ფიქრიანი, დარდიანი ლექსის ავტორი. ფიქრიანი, დარდიანი ლექსის ავტორი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|