ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2025


გაჭირვებული

რა ჭირს ამ გაზაფხულს გზებით აღმართანს,
წლებით,შიმშილით და დარდით შენაჩვენებს,
გოგოს დავეძებდი ვინმეს წაბლათმიანს,
ვგრძნობდი გაღიმებას მასთან შენაფერებს,
ერთი გზა რომ მქონდეს ერთი  საომარი,
ქართველს არა უღირს ვინმე გარიგებად,
დადგა გაზაფხული ,მაგრამ საოცარი
უფრთო ანგელოზის ხიფათს არიდება,
ეყო მსაჯულებს და ლექსად დავიქეცი,
ლექსი სილაჟვარდის ჩუმი გადადგომა,
ამ წამს უფსკრულების ქარებს გავექეცი,
აღარ დამეტყობა ვიცი ავადობა,
შიში ,მადლიანი ხევის ბინადარი,
აზრებს აგოგმანებს ზამთრის ირონია,
ფიქრად დაზაფრული მკვდარი წინაპარი,
საყდარს ვეძებდი და წამლად სიონია,
ასე შეშლილი და ფიქრად მთვარეული,
ჩემი გაღიმება ვისთვის გაოცებად,
გვერდით ჯვარი მიდევს თითქმის წამებული,
რჩება უფლის მადლად ანდა საოცრებად,
ველი გაზაფხულის მუხთალ შეფეთებას,
ფიქრმა გულის კარი ორად გამიხლიჩა,
ვგეგმავ ქარიშხლების ზღვებთან შეხეთქებას,
ჩემი ნაწერი კი ისევ გაიცრიცა.


თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები