ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2025


ქუსლის ქვეშ გაზაფხულია

განა ეს და განა მზისა,განა განზე ხტომისთვისა,
ანდა რატო გაიბლანდა ანდა რატომ გაისრისა,
ეს ჩემი და განა ჩვენი ღვინის ბოცა ღვინის სმისა,
ამბავს გეტყვი ამბავისა რომ სჯობია წერა თქმისას.
გველი ისევ საყვარელი არაბეთის კარის გულთა,
ამბავია და ამბებით განწირულად დაგარგულთა,
რომ შეიმკო მკობა ზღვითა,არაბთაგან ავად თქმულთა,
ვეტყვი თქმული არა მითქვამს და სჯობია ასჯერ თქმულსა,
შიშის გამო გალეშილთა საყდარია ისევ ჩუმად,
და განაბა დაინაბა თვალნი მისანს ეყო ცურვად,
ფიქრი აზრის განა ფიფქი,თოვლივითა ზეცა ხურვად,
არაბთაგან არ მართალთა მოსაყოლი ასე ჩუმად,
სხივი ამბავს მიაყოლეს ,დაყვედრება იყო ლაღის,
სხვისას ამდენს გაისვრისა ამბავია მათი დაღის,
ჩუმნი სხვებსა გადაეფსკვნა საც ნაცნობი იყო ბაღი,
აზრი აზრებს გაეცრიცა მუნ ერთვოდა ენა საღი,
ლაღი მეფის განა მერთვის,განა მეფის აისია,
სადაც სიტყვას ,ვისთან მირქმის თუ ტყვიასაც გაისვრიან,
გაღებული კარები და კართან ისევ ხალისია,
გაიღიმე ,წვერ ულვაშში დარჩენილა მაისია,
აღებ კარებს ხედავ ქნარებს და სიშორემ გადაგრია,
სიტყვა ჩემი,სიტყვა ჩუმი კარიბჭეთა სამაგრია,
დაგვრჩენოდა დასარჩენი და სიტყვების ანარქია,
იტყვი ალბათ სიტყვის ნაცვლად ანთებულა სანათია...

თ.გუბელიძე


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები