ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2025


***

გაზაფხულის დარდი.

მე მოვიჩქარი სიხარულით თრთოლვამოსილი.
მკლავებზე მწყობრად დაწყობილი სხივების წკეპლით ვაძევებ ყინვას...
მაგრამ ყოველ წელს, სულ უფრო ცოტა
ხე მეგებება.

            დედამიწის დარდი

მხოლოდ მსუბუქად შევიბერტყე
ტექტონიკური ჩემი ბეჭები.
ვერ შევამჩნიე, თუ რამე გავნე.
ვერც შენ შენიშნე,
როგორ დადუმდა ჭრიჭინების
სიცოცხლის ქორო
როცა მოედნის მოსაწყობად
გადათხარე დიდი მინდორი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები