მარინა ცვეტაევა - ალას
1. შენ სად ხარ და მე სადა ვარ, არ ვიცი; სიმღერები, საზრუნავი იგივე, მე და შენ ვართ მეგობრები ნაფიცი, უდედმამოდ ვიტანთ სიყმილს, სიცივეს.
ერთად ვუძლებთ გაჭირვებას ურთულესს, ამბოკარნი, უძილონი, ობლები, ორი ჩიტი გარიჟრაჟზე ვჟღურტულებთ, მიწა გვიყოფს მგზავრებს ლუკმას მშობლების.
24 მარტი, 2025 წ.
ლექსი ეძღვნება მარინა ცვეტაევას ქალიშვილს - არიადნა (ალა) ეფრონს. არიადნა იყო მარინა ცვეტაევას პირველი შვილი, რომელიც დაიბადა 1912 წელს. ცვეტაევამ, შიმშილით სიკვდილისგან რომ ეხსნა, შვილები კუნცევოს თავშესაფარში ჩააბარა 1919 წელს, სადაც უმცროსი ქალიშვილი ირინა გარდაიცვალა, უფროსი ქალიშვილი არიადნა (ალა) კი - მალარიით დაავადდა.
Марина Цветаева - АЛЕ
Не знаю, где ты и где я… 1 Не знаю, где ты́ и где я́. Те ж песни и те же заботы. Такие с тобою друзья! Такие с тобою сироты!
И так хорошо нам вдвоём: Бездомным, бессонным и сирым… Две птицы: чуть встали — поём. Две странницы: кормимся миром.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან სევდიანი ლექსი, კარგი თარგმანი და საინტერესო ინფორმაცია. თქვენ რო წერთ და მე ვკითხულობ მადლობა. ძალიან სევდიანი ლექსი, კარგი თარგმანი და საინტერესო ინფორმაცია. თქვენ რო წერთ და მე ვკითხულობ მადლობა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|