ყვირის ვიღაც ,ძილისპირულს ელის, თემა ერი,თემა ზღვათა პირი, სამართალი დღეს სიმართლის მხსნელი, ვერ არის და მაინც ვიღაც შველის, სისხლი ხევის ბინადარი როდი, სისხლი ზღვათა,გადარეულ ზღვათა, მოსასვლელი თუ ხარ სიტყვად მოდი, ღმერთო ჩემო ასე შენც კი სხვა ხარ, ეს რა დამცდა ,სიტყვიერი ომი, ჩუმად ზღვების სინატიფე ღელავს, ამოსულა ის ვაშლი და ცომიც, აიზილა ამ ცომებში ყველა, სახიერი ახლა საქმის მსგავსი, ვერა ჰკადრებ ,შველს უნდოდა შველა, გადმოღვრილი ცრემლები და ფარსი, სიტყვებია რომ დარჩება შველად, არა არ ვარ მე სამყაროს ღირსი, არც მენაგვე დამდევს ღამის ფასად, სული მიდგას ამ სიტყვებით პირში, თუ ვიცოცხლებ მხოლოდ ამის მსგავსად, ამ სიყვარულს ვერ ვუპოვე ბინა, და თუ ქალმა ჩემთან მოიწყინა, მორევია მასაც შვილის დარდი, მე კი ღვინოს უმისოდაც ვსვამდი, ჩემი თეთრო თოვლის მსგავსო ცრემლო, ვაი გითხარ, იქნებ გაგამთელო, ეს ვაზი და ნაწვალები გზები, დამცინებენ და იტყვიან სხვები, რომ ჩემსავით ასე ამბავს კერავ. სიჭაბუკე დამეკარგა ხმაში, ჩემი ნაზი სიყვარულის ბგერა, ჭაღარაა ბევრი მქონდა თმაში, ეს სიშორე ალბათ ამბავს ყვება, ეს განდგომა საყვედური როდი, სამართალო თუ იწამე ყველა, მაშინ ჩემთან მოსაკლავად მოდი.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა???????? მადლობა მუხა????????
1. თეთრო თოვლის მსგავსო ცრემლო,
საინტერესო ხედვა. თეთრო თოვლის მსგავსო ცრემლო,
საინტერესო ხედვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|