ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2025


  ჩამოტვირთვა

დედამიწის კი არა

********

დედამიწის კი არა ,
გალაკტიკის მკვიდრი ვარ,
არსაიდან მოვედი
და არსაით მივდივარ.

სიყვარულის კი არა,
შეცდომის ვარ ნაყოფი
ვერ ვიშუშებ იარას ,
არ მაქვს სითბო სამყოფი.


შეცოდებას კი არა,
ველი უფრო შეგნებას,
სანამ დავყრი იარაღს,
სანამ სუნთქვა შეწყდება.

დედამიწის კი არა,
გალაკტიკის მკვიდრი ვარ,
არსაიდან მოვედი
და არსაით მივდივარ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები