ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 მარტი, 2025


ფეხბურთი არის ჩვენი თამაში

ჩემთვის ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ყველაფერზე მაღლა დგას! როდესაც ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრები თამაშობს, მითუმეტეს საფეხბურთო ნაკრები, ყველაფერი მავიწყდება! მადლობელი და მადლიერი ვარ ჩვენი ფეხბურთელების, მადლიერება ძალიან კარგი გრძნობაა!

მე მახსოვს ლუქსემბურგთან მოპოვებული გამარჯვება! მე მახსოვს საბერძნეთთან მოპოვებული გამარჯვება და ისეთი სიხარული, რომელსაც 13 მაისის და 1991 წლის 9 აპრილის სიხარული (ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება) თუ შეედრება!

ჩემო ქართველებო, - ჩემო გულმხურვალე მამულიშვილებო, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2024 წელს უდიდესი სიხარული მოგვანიჭა! ჯერ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ხოლო შემდეგ ჯგუფიდან - მერვედფინალში! მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს!

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას იმიერში! მისი დამსახურებაა დღეს ჩვენი სპორტსმენები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით რომ ასპარეზობენ! ყველაზე მეტად ბატონ ზვიადს გაუხარდებოდა საქართველოს წარმატება - მერაბ კოსტავასთან ერთად!

გვახსოვდეს საიდან მოვდივართ, არასოდეს დავივიწყოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი მამულიშვილები!

ფეხბურთი ჩვენთვის სპორტზე მეტია! ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გამომხატველია სპორტი - კულტურასთან ერთად!

პირველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 1990 წლის მარტში დაიწყო. 1990 წელს ითამაშა საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი.

34 წლის შემდეგ - 2024 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.

დაბოლოს, ზვიად გამსახურდიას სიტყვებით მინდა დავასრულო:

,,გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

პატივისცემით - ოთარ რურუა

....................................................................................................................................

ფეხბურთი არის ჩვენი თამაში

ფეხბურთი არის ჩვენი თამაში,
ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება...
ორი თარიღი ამ ქვეყანაში
ერს სამუდამოდ ემახსოვრება!

იყო ცამეტი მაისის ღამე,
იმ ოცდაექვსი მარტის ღამეში
ფეხბურთელებმა მეც დამიამეს
ტკივილები და... მზე დგას თვალებში.

სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ხედავ
შენს ერს - ერთ მუშტად შეკრულს და ძლიერს...
გულში გიხუტებს მშობელი დედა,
ნატრობ: ხედავდე მუდამ ბედნიერს.

ფეხბურთი არის ჩვენი თამაში,
ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება...
გამარჯვებები ამ ქვეყანაში
ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება!

ოთარ რურუა

.......................................................................................................................................................

ფეხბურთით ცხოვრობს...

არც ზღაპარია ეს და არც მითი,
ფეხბურთით ცხოვრობს დიდგორის ერი...
იმიერიდან გლოცავს დავითი,
ხარ ამაყი და ხარ ბედნიერი!

არც ლეგენდაა ეს, არც ზღაპარი,
ფეხბურთით ცხოვრობს შამქორის გენი...
ზეცაში ხარობს სული თამარის,
რომ კვლავ გრძელდება ცხოვრება ჩვენი!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები