ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფრეია ფენიქსე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2025


დუნიას

შენს კედლებს სხვა მიწის შვილები დაშლიან,
ინახავ იმედად ყელზე რომ  აგიბი,
და თვალებს აყოლებ იმ ქალებს თავშლიანს,
ჩურჩულებ, იქ ასე ვიყავით, ჰაბიბი.

და მხრებზე გკიდია უმამო მიწები,
სად დარჩი თვალებში ჩამქრალო ალებო,
რომ აღარ ბრუნდება და მაინც იწვები,
რომ ვერ თმობ სირიას, რომ ვერ თმობ ალეპოს.

წყურვილებს  სასირცხვოს უღმერთოდ ატანილს
იკლავ და შენს მაჯებს ბაგებზე მატოლებ,
შორს ჩემი სამშობლო ან შენი ვატანი,
არავინ წამართვა, მე ჩემით დავტოვე.


აქ ტუჩებს, ნაომარს, სიცივე  გისერავს,
იქ თბილა, შენს  ვარდებს ქუჩები გაეპო,
გაკლია სამშობლო? გპასუხობ ისე რა -
გაძლებს რომ ვერ ნახო სირია, ალეპო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს