ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პროზა
4 აპრილი, 2025


ბნელ სულში სათაგვურია

აჩრდილის დღიურებიდან :
დიდხანს ვიარე ოთახებში სანამ ადამიანი არ შემხვდა,სამი წელია ამ მუზეუმის ბინადარი ვარ,ვერავინ მხედავს ,ვერავის ვეხები და ვერც ვერავინ მეხება.ალბათ ეკლესიაში ჯობდა ბინის დადება მაგრამ ლოცვის დროს ისე მენატრება ადამიანური სხეული რომ ვეღარ ვძლებ და მოძღვარს სანთელს ვუქრობ რომ მივახვედრო ის რომ იქ ვარ და მეც მისიანი ვარ.მე ვიყავი ადამიანი რომელმაც ბევრჯერ დააშავა, ბევრიც ცოდვად ერგო და ბევრიც ნეტარებად,მაგრამ არასდროს დანებდა და შეეგუა ბედს რომლის ირონიაც  ზღვის ტალღასავით შეასკდა მის ყოფიერებას ერთ საბედისწერო დღეს და დაამხო მისი ადამიანური სახე.ეჰ, ეს ზემოდხსენებული ადამინი მუზეუმის დარაჯია ,მუზეუმში ცხოვრობს ჩემსავით და ოცდაოთხი საათი კვირაში შვიდი დღე ნახატებს და სკულპტურებს თვალებით სკანირებას უკეთებს,ვინმემ და რამემ თუ დააზიანა რომ განაცხადოს უფროსობასთან.მისგან განსხვავებით მე მხოლოდ ის ღირებულება შემრჩა,რომელიც ადამინს ღმერთმა სიკვდილის შემდეგ არგუნა ალბათ,ეჰ რა ცუდი ვიყავი ბატონებო,ძალიან ცუდი,სინანულისთვის ცხოვრების ვერც ერთი წამი ვერ გავიმეტე,მხოლოდ ოხვრა და ქშენა მახსოვს განსაცდელის დროს ჩემი, ისიც იმის გამოძახილი იყო ვინმეს ეშველა და ვინმეს რომ დაენახა,ისევ ჩემი მადარდებდა მხოლოდ.ახლა სული ვარ ,უხილავი,უძლეველი,მარადიული არსება რომელიც მხოლოდ ღმერთისთვის ცოცხლობს,ახლა ვხდები რატომ აქვს მუზეუმსაც და ცხოვრებასაც მხოლოდ ერთი შესასვლელი კარები,მუზეუმს იმიტომ რომ იქ გავლით არავინ მიდის,მუზეუმი საბოლოო დანიშნულებაა,ვაი რომ ცხოვრებაც საბოლოო დანიშნულება აღმოჩნდა და მისგან გაქცევას სულიც კი ვერ ვახერხებ,ერთიანად შევაბიჯე ახალდაბადებულმა ამ სიცოცხლის კორიანტელში და მისგან სიკვდილის შემდეგაც ვერ ვაღწევ თავს.ალბათ დამცინებთ და იტყვით,რატომ არ მოინანიე ცხოვრებაში ,რატომ დათმე შენი წმინდა სხეული ეშმაკის საჯიჯგნად,რატომ შემორჩი უხილავად მიწასო.ახლა უკვე მაქვს პასუხებიც და კითხვებიც,მაგრამ ვაი რომ ჩემი პასუხები არ მოგეწონებათ ცოცხლებს.მე ახლა იმ მორალის მატარებელი განწმენდილი სული ვარ რომელიც მხოლოდ ღმერთით მეტყველებს და არა ის ვისთვისაც ჯერ კიდევ უცხოა მიწიერი ვნებები და მასში უსასრულოდ იკარგება სხეულიანად.ვნება სიკვდილმა წარმტაცა ერთ დღეს როცა ნასვამმა დავჯექი საჭესთან,მეც და ის ლამაზი  დღეც ერთად დავიფერფლეთ,მე ცეცხლის ალში,დღე კი ჩემი დარდით.მაშინ ვიგრძენი სიკვდილის ბოლო წამს,რომ სამყაროს ცენტრი ვიყავი ,ჩემზე ცოდვილ და საცოდავ ადამიანს ვერ ვხედვადი  ვერავის,წამიერად ისიც კი ვიფიქრე  ეს ყველაფერი ეგოიზმი ხომ არ არისთქო და ყველაფერი მორჩა.არ გეტყვით რა მითხრა ღმერთმა როცა მის წინაშე წარვსდექი,თუმცა მას ძალიან უნდოდა თქვენთვის მომეთხრო.ადვილად რომ მიხვდეთ გეტყვით რომ ყველაფერზე დიახ ვუპასუხე და მისი მორჩილების საზღაურად მან მიწაზე დაბრუნებით დამასაჩუქრა,უსხეულოდ,უსახოთ ,მაგრამ მაინც ადამიანად.ჩემი მიწიერი სახე სამი წლის წინ განადგურდა და დაიწვა,მაშინ ალბათ ვიტყოდი: სად ხარ ღმერთო რატომ არ მეხმარები?ახლა ამ სიტყვებმაზრი დაკარგეს,რადგან მივხდვი რომ მისი ანგელოზები ყოველთვის ჩემს თავთან იძინებდნენ და იღვიძებდნენ,მე ვერ ვხედავდი მხოლოდ.გაგიკვირდებათ და ჩემი ახლანდელი ყოფა იმაზე მძიმეა ვიდრე მიწიერი სხეულის პირობებში,მიზეზი ერთია აქედან ყველაფერი ჩანს და გული რომ მქონდეს ალბათ ერთიანად გადაიხსნებოდა შოკის გამო.ადამიანის ძირითადი ცოდვა თვალის დახუჭვაა იმაზე რასაც უნდა ხედავდეს და თვალის გახელა იმაზე რასაც არ უნდა ეხებოდეს,რა ირონიულია არა,სიკვდილის დროსაც თვალს ხუჭავ,მაგრამ ყველაფერს ხედავ და ხვდები.როცა თვალებს გაახელ უკვე ზეცაში ხარ ანგელოზებთან და ღმერთი შენს ავ-კარგს გეუბნება რომელიც მარადიულად ჭეშმარიტებისთვის არის მოთხრობილი.ახლა ამ დარაჯს ვუყურებ და ვხვდები,რამდენს დროს წირავს იმის გამო რაც მას მხოლოდ კვებაში და ჩაცმაში არ ყოფნის,მე კი უსახლკაროების დანახვაზე ელდა მეცემოდა ხოლმე გულზე მაგრამ არა კარგი გაგებით,ვერ ვგუობდი მათთან სიახლოვეს.ახლა ვუყურებ ამ დარაჯს და ვხვდები რომ სამყაროში ჩემზე სასტიკი ადამიანი არ არსებობდა.არც ამ დარაჯზე სასტიკია ვინმე,მან ზუსტად იცის რატომ ფასობს თითოეული ნამუშევარი მუზეუმში და თვითონ ხელებს თამბაქოს გახვევაში ღლის.ვიცი რა მიშველის ახლა,ზუსტად ვიცი სხეულია რომ მიშველის ჩემი ვისკის ერთი ჭიქა და ქვეყნიერება გამოსადეგი ხდება ,მაგრამ ვერა მე მაინც ვერ შევძლებ დაბრუნებას სახლში სადაც ისეთი სიცარიელეა რომელიც მხოლოდ ამ მუზეუმში ვნახე,ყველგან ნახატები,ყვეგან ისტორია და არსად მაყურებელი. ახლა ვხვდები მე მუზეუმი ვიყავი და მისი ერთადერთი დარაჯიც,მხოლოდ მე ვათვალიერებდი საკუთარ თავს და ვნანობ რომ ის სხვებს არ ვუჩვენე.ვიგრძენი ამ დროს ეკლესიაში სანთელი აინთო და მე ვერ მოვითმინე მისი მწველი შუქი,გავიგნე ჩემთვის ნაცნობი გზა და შევხედე მოძღვარს იგი ამ სიტყვებს უქადაგებდა მრევლს:
  ფსალმუნი 23
7.მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
8.ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი მტკიცე და ძლიერი, უფალი - ომში ძლევამოსილი.
9.მაღლა ასწიეთ კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
      10.ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.
ამოვისუნთქე და სანთელიც ჩაქრა,იმ წამს მივხვდი რომ მიწაზე ჩემი ცოდვა იქამდე გამყვებოდა სანამ სანთელს ჩააქრობდა ჩემი ამოსუნთქვა და მოძღვარმაც განაგრძო :

ეზეკიელი 13

20.ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი ბალიშების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ინადირებთ თქვენთან მოსაფრენად; გამოგგლეჯთ მკლავებიდან მათ და გავუშვებ სულებს, რომლებსაც ინადირებთ, რომ თქვენთან მოფრინდნენ.

ეჰ ნეტავ დარაჯს სცოდნოდა ეს.მჯეროდა მე ამ მოძღვრის და იმისიც მჯეროდა რომ სანთლის ანთების რომანტიკა მიზიდავდა ეკლესიისაკენ,ახლა კი დავიბენი და დავიყავი ისე როგორც ჩემი სხეული ოდესღაც,მჯეროდა ადამიანების ნატიფი რწმენის და ღმერთის სიტყვებმა ჩემს სულს დაღი დაასვა,გავიმყარე აზრი რომ ჩემი ადგილი ეკლესიაში არ იყო და მუზეუმში დავბრუნდი.ნახატების დათვალიერება დავიწყე,უცნაურად მომეჩვენა ერთ-ერთი მათგანი სხივი მას ერთ მხარეს მკვეთრად ანათებდა,ვიხილე ნახატის ის მხარე და მასზე ეშმაკი იყო გამოსახული,დარაჯს ჩასძინებოდა ,მთელი ძალა მოვიკრიბე გამოვექანე და ნახატს შევასკდი,რაღაც ძალით ნახატი ჩამოვარდა და დარაჯს გაეღვიძა,ეკლესიიდან ზარების ხმა ისმოდა,უკვე მთავრდებოდა მესა,შეშინებული დარაჯი კარებთან მივიდა ფეხი დაუსხლტა და თავი კიბის კიდეს ჩამოარტყა,ადგილზე გათავდა დარაჯი,ეკლესიის ზარების ფონზე,მე ჩავიმუხლე და არაამქვეყნიური ტკივილით ვიტირე.არ მინდოდა იმ დარაჯის სიკვდილი ,მაგრამ მარტო დარჩენილი ვერავის ვუხსნიდი განსაცდელს,უეცრად ღმერთის ხმა ჩამესმა და ამიტაცა ამ ხმამ ზეცად მიწიდან შორს,ტიროდა ღმერთი,ჩემი ტკივილის გამო ტიროდა,ჩემი უმეცრობის გამო ტიროდა, ჩემი შეცდომების გამო ტიროდა.დარაჯი იდგა ღმერთის წინ მაშინ როცა მე მივეახლე მას,როცა დარაჯმა დამინახა მიუცხოვა,მაგრამ მე მას ავუხსენი თუ ვინ ვიყავი,მეცა ყელში წამიჭირა და დამახრჩო.ახლა ჯოჯოხეთის დილეგში ვარ გამოკეტილი უსხეულო ,უსულო და უძლეველი,ისევ იგივე ტანჯვით ვიწვი რასაც ჩემი ერქვა,და მხოლოდ მაშინ მტკივა როცა ღმერთის მკაცრ ხმას გავიგებ ხოლმე.მე ჩემი ოცნებები იმ დილეგთან ერთად შევიყვარე როემლსაც ჯოჯოხეთის  უფსკურლში სპეციალურად ჩემთვის გამოთალეს და მიზნად ჩემი განწმენდა დაასახელეს.ვყვიროდი ეშმაკის ბრალია ჩემი არათქო მაგრამ ეშმაკის ხელში ვიყავი და ვინღა მიშველიდა,ღმერთის სახელით დავისაჯე და დამატყვევეს,ახლა ვერც ეგოიზმს ვგრძნობ და ვერც ამპარტავნებას,მხოლოდ სინანულს იმასაც ცხოვრების შემდეგ,როცა ვერაფერს შევცვლი და ვერც გამოვაწორებ.დილეგში ერთი სათაგვურია,ვუყურებ და ვხვდები რომ არაფრით ვარ უკეთესი იმ პაწაწინა თაგვზე რომელიც ჯოჯოხეთის სულებით იკვებება.მეც ისევე მაცდუნა ეშმაკმა როგორც მუზეუმის დარაჯი,უბრალოდ დარაჯისთვის მე ვიყავი ეშმაკი, ჩემთვის კი ეშმაკად ნახატები და შუქჩრდილები წარმოისახა.ეჰ რამხელა ტვირთია როცა ის კვდება შენს გამო ვისთვისაც მეორე სიცოცხლე გაიმეტე.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები