ბელგიურ ვაფლზე მივაყოლე ტბილი შაირი, რადგან მესვეურთ აღარ სურდათ ჩემი დინება, გაქვავდა წყლებში უსულგულოდ ფაშა ამირი, და წყლებიც ალბათ გიბრალტარშიც გაიყინება, ასე ნათქვამი გაისია არა იჩივლო, ასე თქმულს ზეცამ ნაცრისფერი თოვლი აგემა, გინდოდა ცრემლი მაშინ ხმაზე უნდა იყივლო, გამგონმა მითხრა არა მითრა ისევ გამგებმა, სახე მაქ უტყვი აბავს იქით დავიარები, და მეთქმის ასე დაშვებული დროშები ახლა, თუ ზღვაში გემად ისევ ისე დავიკარგები, მაშინ მშვიდობა ჩვენი არა სხვისი კი წახდა, არ მსურდა გრძნობა, მე საყვედურს ვეტყვი ბელგიას, რომ სულის ჩქამი არად მიღირს ჩემი იცოდე, მე ამ სიტყვებით უსაქმობა გამომელია, გრძნობა რომ დუღდა, ისევ ისე უნდა იღწვოდე, ავად რომ ვიყავ სავადმყოფო ასე დავლიე, ავად ვარ ომით დაიქცევა ამბის განდობა, მე წლები განვლე და საყდარი ლოცვის სარბიელს, ასეა დღესაც ბელგიურად ვაფლის გადნობა, ამბენულ აზრს და დაკარგულებს ვინღა იპოვის, ან ვინღა უწყი,ს ვისა ჰქონდეს გამოსარჩლება, მე თუ მაქვს მიწა ამ ნაფიქრით ვიტყვი მიწობით, თუ ეს კი რამედ როდესმე შენ გამოგადგება.
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩემი შეფასება: უმაღლესი. ჩემი შეფასება: უმაღლესი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|