ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2025


ხარობდა ღმერთი

სამყაროსთვის ჩიტი გალობს დელიას,
თუ სამყარო სამყაროზე ძველია,
თურმე დაჭრილს მალამოთი შველიან,
ხოლო დამჭრელს უსაფუძვლოდ დევნიან,
შუქი ჩრდილი სამსახურად მარტივი,
დაბნეული სიყვარული კარტივით,
დამწვარი და დახურული არქივი,
და იბენვა გაზაფხული მარტივით,
ეს სამყარო შუქის დიდი ხიდია,
სადაც მარტო მეფეები მიდიან,
სადაც ადამს არ უნდოდა ღმერთობა,
სადაც ღმერთი გველსაც მართალს ეტყოდა,
სადღაც შორსა ჩვენი ფიცი,გირიგალი,
შენ მითხარი გათენება ვინ არი,
შენ მითხარი შუქმა რატომ დაგვტოვა,
რატომ არის შერისხულთა გართობა,
სიტყვა ჭექა, სიტყვა ამბის მაგვარი,
სახვალიო წერაქვივით გამტყდარი,
შუქი ჩრდილი, სადღაც ისევ დარია,
სამყაროში შიში ერთი წამია,
დანარჩენი დაღვრილია ხედებად,
თუ სიცოცხლე ერთხელ დამებედება,
მაშინ გაქრეს ამ სიცოცხლედ ჩვენება,
დარჩეს ავრდრად,ავადმყოფის ხველებად,
თუ სამყაროს არ აქვს ორი სიცოცხლე,
მაშინ ერთი გაღიმებად იცოცხლე,
თუ სამყარომ მოგცა სიტყვის ღმერთობა,
და თუ ზოგი ამ სიტყვებით ერთობა,
მაშინ წამში გაქვავდება ეშმაკი,
ჭიას, თევზებს ვერ აიტანს ვეშაპი,
წლები გადის,ჩემთან ავდრის სხივია,
მე ამ წლებში  გაღიმებად მივლია,
თუ ამიტან ჩემში ღმერთის შვილია,
სხივოსანი და დამდნარი ცვილია,
ღმერთი დარდობს არა ვყოფნი ღიმილად,
იყოს ღმერთი ნეტა ჟივილ-ხივილად,

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები