 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 18 აპრილი, 2025 |
მამას მამობა ძნელიაო ამბობენ და მეც ხომ გამოვცდი მამობას პატარა ტკივილებს ენა ამოედგათ, უნდა დაგტანჯოთო - ამბობდნენ. მამობა ძნელიაო - ამბობენ და ისე ადვილად ვფიქრობ ასე ახალგაზრდა ყველაფერზე... დრო მიცვლის უბრალოდ მიმიკას. შეუძლებელი და ზარმაცული თოვლი ადევს ფხიზელ სიძულვილს. მამაც სიფხიზლეს და სიმთვრალეს შორის იკლავდა სიჩუმის წყურვილს. მერე სინდისი და ნერვი დარჩა ძნელი გახდა სიტყვა ახლიდან. გზა რომ ნისლში იყოს და არ ჩანდეს, ქარი ვიყო - არ დამღლიდა.
კარადაში მისი პიჯაკია, მე ვწერ გაცოცხლებით კარადის გადავიცვამ და ვიპრანჭები, შუბლზე სიამაყე გადამდის. - არ გიხდებაო, ჩუმად მესმის, - არც შენზე იყო გათვლილი. თუ სიკვდილი არის, ერთად მოვკვდეთ, მაგრამ ვაი, თუ გადავრჩით. ერქვას “დიალოგი პიჯაკში” ამ ლექსს, ჯენლტმენების მარხილს. იცი, უცხოელი გოგო მიყვარდა, მივხვდი, სიჯიუტე დამღლის. შენ მითხარი – მამობა ძნელია. მე აღარ მეშინია სიტყვების, მაგრამ მეშინია გაგეხარდეს, როგორ შენნაირი გავხდი. დღეს ტკივილს ენა ამოედგა ოდნავ გამყინავი ხმა ჰქონდა: „უნდა დაგტანჯოო…“ -იძახოდა და თოვდა. მე კი ფხიზელი ვარ, მაშინაც კი როცა უცხო სიზმარს ვხედავ ან სიგარეტს ვუყურებ, როგორც თეთრ მტრედს და დაფრინავს. შენ გძინავს? ვერასდროს ვერ ვიგებდი, გძინავს თუ უბრალოდ დუმხარ. და პირჯვრის წერაზე პირველი მახსენდები. ისევე ჩუმად,
როგორც ოცი წლის პიჯაკი და ჩაცმა ლამაზი კაცის. იმიტომ არა, რომ დაგემსგავსო, არამედ რომ გავიგო, რა მჭირს. - რას ეძებ ამ სიცივეში? - მეკითხები. პატარა დიალოგის მოდას - იმას, რაც შენ დაკარგე და – არ მითხარი, რომ გქონდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ცოტა რთულად დასაჭერი რიტმი აქვს, მაგრამ თუ "ჩაავლებს" მკითხველი, ისიამოვნებს მერე.
ცოტა რთულად დასაჭერი რიტმი აქვს, მაგრამ თუ "ჩაავლებს" მკითხველი, ისიამოვნებს მერე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|